კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ლიტერატურულ კონკურსზე ნამუშევრების მიღება დასრულებულია

23 ივნისს ფინედუზე გამოცხადებული კონკურსის "ფინანსური განთლება მხატვრულად" ფარგლებში ნამუშევრებისა და სასკოლო ბიბლიოთეკებისათვის წიგნების ჩუქებით დაინტერესებული სკოლის წარმომადგენლების კომენტარების მიღება დასრულდა.

კონკურსის ფარგლებში სულ მიღებულია 87 მოთხრობა ფინანსური განათლების გაკვეთილებით და 95 კომენტარი სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნის გადაცემის თაობაზე.

მოთხრობების კონკურსის შემდეგი ეტაპი მიღებული ნამუშევრების შეფასება და არაუმეტეს 20 ფინალისტის გამოვლენაა. ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლებით, ისე ლიტერატურის დარგში მომუშავე ადამიანებით, 4 სექტემბერს 20 ფინალისტს გამოავლენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინედუს გუნდი, პარტნიორებთან ერთად, კონკურსის მთავარ პოსტზე მიღებული კომენტარებიდან იმ ერთ სკოლას შეარჩევს, რომელიც კონკურსში მონაწილე პირების სახელით სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნებს მიიღებს საჩუქრად. შერჩეული სკოლა 4 სექტემბერს დასახელდება.

9 სექტემბერს კი, ფინედუს დაბადების დღეს, შერჩეული ფინალისტებიდან 3 გამარჯვებული მოთხრობის ავტორი გამოვლინდება და კომენტარებში შერჩეულ სკოლასთან ერთად დაჯილდოვდება.

შეგახსენებთ, რომ კონკურსმა სტარტი აიღო წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, 2023 წლის 23 აპრილს და 23 ივნისის ჩათვლით მსურველებს შეეძლოთ როგორც საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა, ისე კომენტარების დატოვება, სასურველი სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადასაცემად.

კონკურსის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: