კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გიორგი კეკელიძესთან და ზვიად კვარაცხელიასთან შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინედუზე გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში  მეორე პირისპირი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორთან, გიორგი კეკელიძესთან და გამომცემლობა "არტანუჯის" რედაქტორთან ზვიად კვარაცხელიასთან ჩაატარა.

შეხვედრის განმავლობაში სტუმრებმა ლიტერატურაზე, ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების დაძლევაში ლიტერატურის როლზე ისაუბრეს.  აუდიტორიას  გამომცემელმა და მწერალმა ახალი წიგნიც წარუდგინეს და მისი შექმნის ისტორიაც გააცნეს.

დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრის მსვლელობისას კითხვები დაესვათ. შეხვედრის მიწურულს, სტუმრებმა მწერლისგან ავტოგრაფებიც მიიღეს.

მოწვეული სტუმრები  საუბრის თემით გამოეხმაურა ფინედუზე გამოცხადებულ კონკურსს "ფინანსური განათლება მხატვრულად" , გიორგი კეკელიძე და ზვიად კვარაცხელია  ამ კონკურსის ჟიურის წევრები არიან. 

კონკურსის ფარგლებში კონკურსანტებმა უნდა გამოგზავნონ მოთხრობები, რომელშიც ცხოვრებისეულ ფინანსურ გამოწვევებს მხატვრულად  ასახავენ. ნამუშევრების მიღება  23 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.