კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრას უმასპინძლა

15 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბანკში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის განმავლობაში მწერალმა ლიტერატურაზე, ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების დაძლევაში ლიტერატურის როლზე ისაუბრა. 

დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრის მსვლელობისას მწერლისთვის კითხვები დაესვათ. შეხვედრის მიწურულს, სტუმრებმა მწერლისგან ავტოგრაფებიც მიიღეს.

მწერალი საუბრის თემით გამოეხმაურა ფინედუზე გამოცხადებულ კონკურსს "ფინანსური განათლება მხატვრულად", დათო ტურაშვილი კი ამ კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრია. 

კონკურსის ფარგლებში კონკურსანტებმა უნდა გამოგზავნონ მოთხრობები, რომელშიც ცხოვრებისეულ ფინანსურ გამოწვევებს მხატვრულად  ასახავენ. ნამუშევრების მიღება  23 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.