საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს დესპანები მიმდინარე კვირის განმავლობაში 34 პედაგოგის მიერ დარეგისტრირებულ 25 სკოლის 781 მოსწავლეს გასწვდებიან.
გაკვეთილები ფულის ისტორიას, ფულის მართვისა და ფულის დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას ეთმობა.
გაკვეთილები გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველო ეროვნული ბანკის ორგანიზებით წელს უკვე მერვედ უერთდება.
პროექტის "მოიწვიე ფინედუს დესპანი კლასში" პარტნიორი ორგანიზაციები თიბისი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაცია არიან.