ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - დამხმარე სასწავლო მასალა IX კლასის მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგან „მოქალაქეობის“ მასწავლებლებისთვის ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა. სასწავლო მასალა გერმანულ ფონდ შპარკასესა (German Sparkassenstiftung) და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით, ასევე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართულობით შეიქმნა და ფინანსური განათლების საკითხების სწავლებისას მასწავლებელთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
დამხმარე სახელმძღვანელო საგან „მოქალაქეობის“ მე-9 კლასებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა: პროფესია და სამსახური, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, საფინანსო ორგანიზაციები და პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა, დაზღვევა. სახელმძღვანელო თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ აქტივობებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და თამაშებსაც ითვალისწინებს, რათა მასწავლებლებს ცოცხალი, აქტიური ხასიათის გაკვეთილების ჩატარებაში შეუწყოს ხელი, მოსწავლეებს კი - მოტივაციის ამაღლებასა და ფინანსური განათლების საკითხების პრაქტიკული კუთხით დანახვაში.