კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პუბლიკაციები

მომხმარებელთა სახელმძღვანელო სადაზღვევო ურთიერთობებში

მომხმარებელთა სახელმძღვანელო სადაზღვევო ურთიერთობებში

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მომხმარებლისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბროშურა - „მომხმარებელთა უფლებები სადაზღვევო ურთიერთობებში და მიმდინარე სიახლეები“ -  შეიმუშავა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი, ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოში ფინანსური განათლებისა და დაზღვევის სფეროში ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას მიიჩნევს. აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სადაზღვევო ორგანიზაციისა და დაზღვევის შუამავლის (აგენტი, ბროკერი) ზედამხედველობა, მათ მიერ საკანონმდებლო და ნორმატიული ვალდებუბულებების შესრულების კონტროლი. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებითაც.

ახალი ბროშურის მიზანია მომხმარებელთა ცნობიერების გაზრდა მათი უფლებების შესახებ სადაზღვევო ურთიერთობებში.  მასში განხილულია  სადაზღვევო სფეროში მიმდინარე სიახლეები, აგრეთვე წარმოდგენილია დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები.

სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი.

სხვა პუბლიკაციები