საგანმანათლებლო კომიქსი
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნვას. კომიქსი "დაგროვების ამბავი" ახალგაზრდა მკითხველს სახალისო ფორმითა და მარტივი ენით მოუთხრობს დაზოგვის, ფინანსური მიზნების დასახვის, მომავალზე ზრუნვისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ.