კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და რეკომენდაციებით ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლებული დოკუმენტი შეიმუშავა.

2023 წლის 24 ნოემბერს, განათლების საერთაშორისო დღეს, ხელი მოეწერა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური განათლების ახალ ეროვნულ სტრატეგიას. 

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის ძირითად სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს. სტრატეგია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვის, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელებისა და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფის გზით.

ფინანსური განათლების პირველი ეროვნული სტრატეგია 2016 წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო ფინანსური სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, შეიმუშავა და დაამტკიცა.

არქივი: ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2016 და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.