აქციიდან შემოსავალი მიიღება 2 გზით - აქციის ფასის ზრდიდან და მიღებული დივიდენდიდან, შესაბამისად, ინვესტორის მთლიანი შემოსავლის დასათვლელად საჭირო იქნება ქვემოთ მოცემული ორი კომპონენტის შეკრება:
- სხვაობა მიმდინარე (ან კონკრეტული პერიოდის ბოლოსათვის) არსებულ ფასსა და ინვესტორის მიერ თავდაპირველად გადახდილ ფასს შორის;
- ამავე პერიოდში მიღებული დივიდენდის ჯამური მოცულობა.
აქციაში გადახდილ თანხაზე ამონაგების გამოსათვლელად, მიღებული ჯამური თანხა უნდა გავყოთ ინვესტორის მიერ აქციის შესაძენად გადახდილ თანხაზე.
ანუ აქციის ამონაგების ფორმულას შემდეგი სახე აქვს:
აქციიდან მიღებული ამონაგები = (მიმდინარე/საბოლოო ფასი - თავდაპირველი ფასი + დივიდენდი) / თავდაპირველი ფასი
მსგავსი თემები
- აქციებით ვაჭრობა
- აქციის ღირებულების შეფასება
- რატომ არის მნიშვნელოვანი, წინასწარ მოემზადოთ საპენსიო ასაკისთვის?
- ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა
- ობლიგაციაში ინვესტირება
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენლები
- სავალო ფასიანი ქაღალდები / ობლიგაციები
- აქციებში ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკები