საგანმანათლებლო ბროშურა - „ბინის შეძენა იპოთეკური სესხით“
ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა და "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით, მომავალ ბინათმესაკუთრეებს ინფორმატიული და ადვილად აღსაქმელი საგანმანათლებლო ბროშურა - "ბინის შეძენა იპოთეკური სესხით" შესთავაზა.
აღნიშნული პრაქტიკული სახელმძღვანელო მომავალი ბინათმესაკუთრეებისთვისაა განკუთვნილი და განიხილავს იპოთეკური სესხის აღებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, ამ ტიპის სესხის რისკებსა და შესაძლებლობებს. ბინის ან სახლის გრძელვადიანი იპოთეკური სესხით შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ოჯახისათვის. შესაბამისად, აღნიშნული გამოცემა პოტენციურ ბინათმესაკუთრეებს მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას სთავაზობს, რაც მათ ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და ჭარბვალიანობის თავიდან აცილებაში დაეხმარება. დამატებით, აღნიშნული ბროშურა მომხმარებლებს სთავაზობს იმ მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალსაც, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად უნდა განიხილონ გამსესხებლებთან.