ხან აკადემიის ვიდეოები
საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, "ხან აკადემიასთან" (Khan Academy) თანამშრომლობით, და ევროპული ფონდის სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის (EFSE) განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებზე ქართულენოვანი საგანმანათლებლო ვიდეოების განვითარება.
"ხან აკადემია" არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, და რომლის მიზანიცაა უფასო, მაღალი ხარისხის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ხან აკადემიის ვიდეო-ლექციები წარმოადგენს მარტივ, მომხმარებლისთვის გასაგები ენით გადმოცემულ გაკვეთილებს სხვადასხვა საგანზე. დღესდღეობით, ხან აკადემიის ვიდეოები თარგმნილია 60-ზე მეტ ენაზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, სკოლებში.
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) განვითარების ფინანსებში სპეციალიზებული ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდია, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ეკონომიკური აღმავლობისა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობაა აღმოსავლეთ ევროპასა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში (European Eastern Neighborhood). EFSE-ს განვითარების პროგრამა (EFSE DF) კი 2006 წელს შეიქმნა, რათა ეფექტური, მიზანზე ორიენტირებული და ინოვაციური ტექნიკური დახმარების მიწოდების გზით ხელი შეუწყოს EFSE-ს საქმიანობას სამიზნე ქვეყნებში.
სხვა ალბომები
- ფინედუს ანიმაციები
- ფინანსური განათლების გაკვეთილები
- საუბრები ბიზნესზე
- ვებინარები
- ექსპერტი ფინედუზე
- FINოსოფიური დღიურები
- ფინედუ პირადი ფინანსების შესახებ
- საგანმანათლებლო ვიდეორგოლები
- საიმიჯო ვიდეორგოლები
- სატელევიზიო სიუჟეტები
- ვიდეოშეკითხვების კონკურსი "ფული და ფულის სამყარო"
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრები მოსწავლეებთან
- ფინანსური განათლების პროექტები