ტერმინები
საშეღავათო პერიოდი
საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელს არ უწევს სესხის ძირითადი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელს შესაძლოა პროცენტის გადახდაც არ უწევდეს. საკრედიტო ბარათით სარგებლობისას საშეღავათო პერიოდი წარმოადგენს იმ ვადას, რომლის განმავლობაშიც, დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში, ბარათიდან ათვისებულ, ანუ გახარჯულ თანხას არ ერიცხება წლიური პროცენტი.