ტერმინები
-
დეპოზიტი მოთხოვნამდე
დეპოზიტი, რომელზეც თანხის დამატება და გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. მოთხოვნად დეპოზიტებზე, ჩვეულებრივ, ვადიან დეპოზიტებთან შედარებით უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთების შემოთავაზება ხდება.
-
დისტანციური საბანკო მომსახურება
საბანკო მომსახურება, რომელიც ხორციელდება ბანკში მომხმარებლის ფიზიკური გამოცხადების გარეშე. დისტანციურ საბანკო მომსახურებას განეკუთვნება მაგალითად, საგადახდო ბარათით სარგებლობა, ინტერნეტბანკით, მობილბანკით, SMS ბანკით სარგებლობა და სხვა.
-
დიჯიპასი
მოწყობილობა ან აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი კოდების გენერირებისათვის (მისაღებად) ინტერნეტბანკსა და სხვა დისტანციურ არხებში ელექტრონული ოპერაციების განხორციელების მიზნით ...
-
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაშიც გათვალისწინებულია ყველა ხარჯი (ხარჯების არსებობის შემთხვევაში) და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი, ასევე, ყველა სარგებელი/მისაღები თანხა და ამ სარგებლის მიღების პერიოდი ...
-
ვალუტის გაცვლითი კურსი
ერთი ქვეყნის ვალუტის ღირებულება გამოსახული მეორე ქვეყნის ვალუტის ერთეულებში. საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ ვალუტის კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით. ბანკთაშორის ბაზარზე დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება სავალუტო კურსი, რომელსაც ეროვნული ბანკი შემდგომი დღისთვის ოფიციალურ გაცვლით კურსად აცხადებს ...
-
ვალუტის კონვერტაცია
ერთი ვალუტის გადაცვლა მეორე ვალუტაში.
-
ვერიფიკაცია
ფაქტის, მასალის (მაგ.: საბუთების, დოკუმენტების), პირის პერსონალური მონაცემების ნამდვილობის შემოწმება/დადგენა. ასევე, იდენტურობის დადგენის მიზნით ორიგინალისა და მისი ასლის შედარება.
-
ზედნადები
სასაქონლო ზედნადები - დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მიღება და გაცემა.
-
თავდები
პირი, რომელიც მსესხებლის მხრიდან სესხის არგადახდის შემთხვევაში, სესხის დაფარვაზე იღებს ვალდებულებას. თუ მსესხებელი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, გადააცილებს ვალდებულების დაფარვის თარიღს, გამსესხებელი უფლებამოსილია ვალდებულების გადახდა მოსთხოვოს თავდებს.
-
თვითღირებულება
პროდუქციის/მომსახურების ფასი, ყველა იმ ხარჯის გათვალისწინებით, რომელიც მის შესაქმნელად/გასაწევად არის საჭირო.
-
იდენტიფიკაცია
პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას.
-
ინვესტიცია
ფულადი სახსრების, კაპიტალის ან სხვა სახის ფასეულობის დაბანდება სარგებლის მიღების მიზნით.
-
ინვესტორი
პირი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციას – ამა თუ იმ წამოწყებაში აბანდებს საკუთარ კაპიტალს, სახსრებს ან სხვა ფასეულობას მოგების მიღების მიზნით.
-
ინვოისი
ფინანსური დოკუმენტი, რომელსაც გამყიდველი წარუდგენს მყიდველს. მასში მითითებულია შესაძენი საქონლის/მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა, გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები და ა. შ., რის საფუძველზეც ხდება ან მოითხოვება გადახდა.