კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

„გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები“ - ლექცია მოსწავლეებისათვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ორგანიზებით, საბავშვო უნივერსტიტეტში, რომელიც რეგიონების მაღალკლასელების უნივერსიტეტის კამპუსზე ვიზიტსა და შემეცნებით აქტივობაში ჩართვას გულისხმობს,    საჯარო ლექცია ჩატარდა. 

ლექციას იმერეთის რეგიონის IX-XII კლასების 400-მდე მოსწავლე დაესწრო.

ლექცია თემაზე „გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები“ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა ჩაატარა.

შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და მისი საქმიანობის ძირითად ასპექტებს, ასევე, გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და დაკვირვებები საკუთარი ფინანსური და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ღონისძიება ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტის, ახალგაზრდობს შორის ფინანსური განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება