კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაშიც გათვალისწინებულია ყველა ხარჯი (ხარჯების არსებობის შემთხვევაში) და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი, ასევე, ყველა სარგებელი/მისაღები თანხა და ამ სარგებლის მიღების პერიოდი.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოიყენება სესხების/კრედიტებისა და დეპოზიტების/ანაბრების ხელშეკრულებებში. მისი მიზანია, მომხმარებელს მისცეს სხვადასხვა შემოთავაზების ერთმანეთთან შედარების და უკეთესი ალტერნატივის არჩევის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობით დადგენილია სესხის გაცემის შემთხვევაში მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა.

სხვა ტერმინები