კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

  • ტრანზაქცია

    სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის: თანხის შეტანის, გადარიცხვის, განაღდების და ა. შ. – შესრულება.

  • ტრანში (სესხის ტრანში)

    მთლიანი სესხის ნაწილი, რომელიც საფინანსო ინსტიტუტის მიერ არის გასაცემი, ან მომხმარებლის მიერ არის გადასახდელი. 

  • უპირობო ფრანშიზა

    უპირობო ფრანშიზა - თანხა, რომელიც აკლდება ასანაზღაურებელ ოდენობას თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს. მზღვეველი არ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას თუ ზიანი ფრანშიზის ოდენობაზე ნაკლებია.

  • ფაქსიმილია

    ხელმოწერა ბეჭდის (კლიშე) გამოყენებით, რომელზეც დატანილია ხელმოწერის ზუსტი ასლი. ფაქსიმილიას უწოდებენ, ასევე, ხელმოწერის ნიმუშსაც.

  • ფინანსური ანალიზი

    პირის (იურიდიული, ფიზიკური) ფინანსური მდგომარეობის, რისკებისა და საქმიანობის შედეგების ობიექტურად შეფასება.

  • ფინანსური პროდუქტი

    ჩვენი საიტის მიზნებისათვის ტერმინებით „ფინანსური პროდუქტი“ ან „პროდუქტი“ იგულისხმება ნებისმიერი მომსახურება, რომელსაც მომხმარებელი იღებს ფინანსური ორგანიზაციისგან, მაგალითად, სესხი, დეპოზიტი, ანგარიში, ბარათი და სხვა.

  • ფიქსირებული ხარჯები

    ხარჯები, რომლებიც არ იცვლება დროის გარკვეულ მონაკვეთში. 

  • ფრანშიზა
    თანხის ის ოდენობა, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს. ...
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი

    ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც ასახულია დროის კონკრეტულ მონაკვეთში კომპანიაში შემომავალი და კომპანიიდან გამავალი ფულადი სახსრები. 

  • ქონება მოძრავი

    ქონება, რომელიც არ არის უძრავი და შესაძლებელია მისი გადაადგილება, მაგ.: ავტომობილი, მანქანა-­დანადგარები და ა. შ.

  • ქონება უძრავი

    უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, არსებული წიაღისეულით და მასზე აღმოცენებული მცენარეებით, ასევე შენობა-­ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე, მაგ.: საცხოვრებელი სახლი, საწარმოო ნაგებობა. 

  • ყადაღა

    ქონების მესაკუთრისთვის საკუთრებით სარგებლობისა და განკარგვის აკრძალვა ან შეზღუდვა. ყადაღა შეიძლება დაედოს უძრავ -­მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს, ფასიან ქაღალდებს და ა. შ. ყადაღის დადება შეუძლია სასამართლოს/არბიტრაჟს ან სხვა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (მაგ.: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ შემოსავლების სამსახური და სხვ.). 

  • ცვლადი ხარჯები

    ხარჯები, რომლებიც იცვლება დროის გარკვეულ მონაკვეთში.

  • წინსწრებით დაფარვის საკომისიო

    თანხა, რომლის გადახდაც, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ეკისრება მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ ის სესხის დარჩენილ ძირითად თანხას სრულად ან ნაწილობრივ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღის დადგომამდე დაფარავს.