ტერმინები
-
საბალანსო უწყისი
ფინანსური დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ მომენტში საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ასახავს. საბალანსო უწყისი მოიცავს ინფორმაციას საწარმოს აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის შესახებ.
-
საბანკო ამონაწერი
მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კონკრეტულ პერიოდში საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
-
საბანკო რეკვიზიტები
საბანკო მონაცემები, რომლებიც საჭიროა საბანკო ოპერაციის განსახორციელებლად. მაგალითად, ბანკის დასახელება და კოდი, ანგარიშის ნომერი და ა. შ..
-
საგადახდო (პლასტიკური) ბარათი
საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება საქონლის/მომსახურების საფასურის გადასახდის, ნაღდი ფულის მისაღის, ფულადი გზავნილის განსახორციელების და სხვა საბარათე ოპერაციების ინიცირებისათვის.
-
სადაზღვევო ანაზღაურება
თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ...
-
სადაზღვევო ბროკერი
პირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონმდებლობის შესაბამისად და მოქმედებს მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. მოიძიებს დაინტერესებული პირზე მორგებულ სადაზღვევო პირობებს და ეხმარება მას არჩევანის გაკეთებაში.
-
სადაზღვევო თანხა
თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია გადაუხდის დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას.
-
სადაზღვევო პოლისი
მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების დადების შესახებ. სადაზღვევო პოლისში მიეთითება დაზღვევის კონკრეტული მონაცემები (დამზღვევი, დაზღვეული, სადაზღვევო თანხა პრემია და სხვა).
-
სადაზღვევო პრემია
თანხა, რომელსაც იხდის ან უნდა გადაიხადოს დამზღვევმა დაზღვევაში. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია სადაზღვევო პოლისში.
-
სადაზღვევო პრემია
თანხა, რომელსაც იხდის ან უნდა გადაიხადოს დამზღვევმა დაზღვევაში. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია სადაზღვევო პოლისში;
-
სადაზღვევო რისკი
მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა.
-
სადაზღვევო შემთხვევა
მოვლენა, რისთვისაც ხდება დაზღვევა და რომლის დადგომისას მზღვეველი დაზღვეულს აუნაზღაურებს დამდგარ ზიანს.
-
სადებეტო ბარათი
ბარათი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საბარათე/მიმდინარე ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა.
-
საკომისიო
სხვადასხვა პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობისათვის მომხმარებლისთვის დაწესებული გადასახადი, რომლის ოდენობა და გადახდის წესიც განისაზღვრება ხელშეკრულებით.