კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ვალუტის გაცვლითი კურსი

ერთი ქვეყნის ვალუტის ღირებულება გამოსახული მეორე ქვეყნის ვალუტის ერთეულებში. საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ ვალუტის კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-­მიწოდების ურთიერთქმედებით. ბანკთაშორის ბაზარზე დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება სავალუტო კურსი, რომელსაც ეროვნული ბანკი შემდგომი დღისთვის ოფიციალურ გაცვლით კურსად აცხადებს. ოფიციალური კურსი შესაძლოა განსხვავდებოდეს სავალუტო ბაზარზე არსებული კომერციული კურსისგან, რომელსაც კომერციული ბანკები, სხვა ფინანსური ინსტიტუტები ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები აცხადებენ და რომელსაც განსაზღვრავს ვალუტაზე იმ დღეს არსებული მოთხოვნა-­მიწოდება. 

სხვა ტერმინები