ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმის, www.finedu.gov.ge - ფინედუს ორგანიზებით ახალ საგანმანათლებლო კამპანიას იწყება, რომლის ფარგლებშიც, ფინედუს მიერ მომზადებული ტრენერები დაინტერესებულ სასწავლო დაწესებულებებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს ესტუმრებიან და მათი სტუდენტებისათვის ფინანსური განათლების თემაზე ტრენინგს ჩაატარებენ.
ტრენინგი ჩაუტარდებათ სასწავლებლის სტუდენტებს და განხილული იქნება ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხები: დაზოგვა, ბიუჯეტირება, ფინანსური უსაფრთხოება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკითხები გადმოცემული იქნება საბაზისო დონეზე და საინტერესო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ საკითხებს პროფესიულ დონეზე არ სწავლობენ. სტუდენტებს გადაეცემათ საგანმანათლებლო მასალა (ბროშურები) და ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ტრენინგები ჩატარდება 18-24 მარტის კვირაში.
კამპანიის "მოიწვიე ფინედუ აუდიტორიაში" შესახებ დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.