კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მოიწვიე ფინედუ აუდიტორიაში - ფულის გლობალური კვირეული 2024

მოიწვიე ფინედუ აუდიტორიაში
18-24 მარტს საერთაშორისო მასშტაბით ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეათედ შეუერთდება. ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმის, www.finedu.gov.ge - ფინედუს ორგანიზებით ახალ საგანმანათლებლო კამპანია იწყება, რომლის ფარგლებშიც, ფინედუს მიერ მომზადებული ტრენერები დაინტერესებულ სასწავლო დაწესებულებებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს ესტუმრებიან და მათი სტუდენტებისათვის ფინანსური განათლების თემაზე ტრენინგს ჩაატარებენ. 

რას გულისხმობს ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ აუდიტორიაში"?

ღონისძიება გულისხმობს უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების (შემდგომში - სასწავლებელი) სტუდენტებისთვის მოწვეული სტუმრის მიერ ტრენინგის ჩატარებას.

ვისთვისაა განკუთვნილი ტრენინგები და რა საკითხები იქნება განხილული?

ტრენინგი ჩაუტარდებათ სასწავლებლის სტუდენტებს და განხილული იქნება ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხი: დაზოგვა, ბიუჯეტირება, ფინანსური უსაფრთხოება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკითხები გადმოცემული იქნება საბაზისო დონეზე და საინტერესო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ საკითხებს პროფესიულ დონეზე არ სწავლობენ. 

რა მასალა გადაეცემათ ტრენინგის მონაწილე სტუდენტებს ტრენინგის შემდეგ?

სტუდენტებს გადაეცემათ საგანმანათლებლო მასალა (ბროშურები) და ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

რა ფორმატით ჩატარდება ტრენინგები?

ტრენინგის ხანგრძლივობად გათვალისწინებულია 3-4 საათი, კონკრეტული სასწავლებლისათვის ტრენინგის დრო დაზუსტდება ტრენერთან შეთანხმებით. ტრენინგი ჩატარდება სასწავლებლის მიერ გამოყოფილ აუდიტორიაში, სასწავლებლის მიერვე მოწვეული სტუდენტებისათვის. ტრენინგი ითვალისწინებს ჯგუფურ სამუშაოებს და მონაწილეებთან ინტერაქციას.

როდის ჩატარდება ტრენინგები?

ტრენინგები ჩატარდება 18 -24 მარტის კვირაში. კონკრეტულ სასწავლებელთან ვიზიტი დაიგეგმება ინდივიდუალურად, სასწავლებლსა და ტრენერს შორის შეთანხმებული თარიღისა და დროის გათვალისწინებით.

ვინ ჩაატარებს ტრენინგებს?

ტრენინგებს ჩაატარებენ ფინედუს მიერ გადამზადებული ტრენერები, ფინედუს მიერ შემუშავებულ ტრენინგმოდულებზე დაყრდნობითა და ფინედუს საგანმანათლებლო მასალებით.

რამდენი სტუდენტი შეიძლება დაესწორს ტრენინგს?

ტრენინგი განკუთვნილი და ადაპტირებულია 20-კაციანი ტრენინგჯუფისათვის, ამ ჯგუფის შემადგენლობას ადგენს და ტრენინგზე დამსწრეთა მობილიზებას ახდენს სასწავლებელი.

ერთი სასწავლებლისთვის გათვალისწინებულია ერთი ტრენინგის ჩატარება.

რა მინიმალური საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს სასწავლებლის მხრიდან ტრენინგის ჩასატარებლად?

ტრენინგები ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას PowerPoint ფორმატში, ასევე, ჯგუფურ სამუშაოებსა და აქტივობებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აუდიტორიაში იყოს შესაბამისი სივრცე და ტექნიკური აღჭურვილობა. 

რამდენადაც ტრენინგის რამდენიმესაათიანი ხანგრძლივობისაა და ითვალისწინებს შესვენებებს, სასურველია, სასწავლებელმა შეძლოს ტრენინგზე დამსწრეთა უზრუნველყოფა წყლით და/ან ცხელი სასმელებით.

რა არის საჭირო ტრენერის აუდიტორიაში მოსაწვევად?

ფინედუს ტრენერის  მოსაწვევად საჭიროა:

  • უნივერსიტეტის წარმომადგენელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა;
  • დაელოდოს ფინედუს წარმომადგენლების პასუხს ტრენინგის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ;
  • ტრენინგის ჩატარების შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ტრენერთან შეთანხმებული თარიღისათვის უზრუნველყოს აუდიტორიის გამოყოფა-მოწყობა და ტრენინგზე დამსწრე სტუდენტების მობილიზება. 

არსებული რესურსების გათვალისწინებით, დაგეგმილი შეხვედრების რაოდენობა შეზღუდულია. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია არ ავალდებულებს ფინედუს ტრენინგის ჩატარებას. სასწავლებლების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის რიგითობის, ტრენერების დროითი რესურსებისა და სასწავლებლის ლოკაციაზე წვდომის შესაძლებლობის გათვალისწინებით.  

როგორ დავრეგისტირდეთ?

ღონისძიებაში ჩართვისა და  ფინედუს დესპანის მოსაწვევად რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე სარეგისტრაციო ბმული

როდის დასრულდება რეგისტრაციის პროცესი?

რეგისტრაცია დასრულდება დაგეგმილი ადგილების შევსებისთანავე, არაუგვიანეს 7 მარტისა.

როდის დავუკავშირდებით დარეგისტრირებულ სასწავლებლებს ?

სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ფინედუს წარმომადგენლების მხრიდან დაკავშირება მოხდება  არა უგვიანეს 15 მარტისა. დაკავშირება მოხდება ორივე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხერხდება თუ არა ტრენინგის ჩატარება დარეგისტრირებულ სასწავლებელში.

სად შეიძლება დაზუსტდეს ღონისძიებასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები?

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
  • ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
  • ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge