კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

შეხვედრა ფოტოგრაფ გიორგი შერმაზანაშვილთან

ფინედუზე მიმდინარე კონკურსის, „დაიჭირე ფინანსური კადრი“, ფარგლებში 21 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა შეხვედრა ფოტოგრაფ გიორგი შერმაზანაშვილთან (შერმაზანა). 

სპიკერი დამსწრეებს ფოტოგრაფიის ხელოვნებასა და მის დანიშნულებაზე, ასევე, სხვადასხვა ტიპის ფოტოსურათის გადაღებისას გასათვალისწინებელ ტექნიკურ და პრაქტიკულ ნიუანსებზე ესაუბრა.  

დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკურსსა და ფოტოს შექმნის პროცესზე სპიკერისთვის კითხვები დაესვათ. 

მიმდინარე კონკურსის „დაიჭირე ფინანსური კადრი“ ფარგლებში ნამუშევრების მიღება 27 აგვისტომდე გრძელდება. კონკურსანტებმა უნდა გადაიღონ ფოტოსურათი ფინანსური განათლების შემოთავაზებულ თემებზე, დაურთონ სლოგანი და იდეის მოკლე აღწერა. 

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია განთავსებულია ამ ბმულზე