კონკურსი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებისათვის და მისი მიზნებია: სტუდენტებში საფინანსო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცენტრალური ბანკის საქმიანობის პოპულარიზება და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.
კონკურსზე რეგისტრაცია დასრულდება 25 ოქტომბერს, კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებს 20 ( ოცი) საკონკურსო გუნდი, რომელიც შეირჩევა სარეგისტრაციო სიის თანმიმდევრობით.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღებისა და დეტალების შესახებ იხილეთ ბმულზე.
.