კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნულ ბანკში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა იგეგმება

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინედუზე გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში  მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრას მასპინძლობს.

შეხვედრის ფარგლებში მწერალი ისაუბრებს ლიტერატურაზე და მის როლზე ცხოვრებისეული გამოწვევების დასაბალანსებლად. მწერალი საუბრის თემით გამოეხმაურება ფინედუზე გამოცხადებულ კონკურსს „ფინანსური განათლება მხატვრულად“, რომლის იდეაც სწორედ ცხოვრებისეული ფინანსური გამოწვევების მოთხრობებში ასახვის იდეას ატარებს. დათო ტურაშვილი კი ამ კონკურსის ერთ-ერთი ჟიურის წევრია. 

შეხვედრაზე ჩატარდება 2023 წლის 15 ივნისს 17:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.

ადგილების შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება პირველ 50 რეგისტრირებულ ადამიანთან.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, შეხვედრის განმავლობაში დამსწრეებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მწერლის წიგნები და მიიღონ მისგან ავტოგრაფები.

შეხვედრაზე სარეგისტრაციოდ, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებით:

23 აპრილს,  წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ფინედუზე გამოცხადდა კონკურსი  „ფინანსური განათლება მხატვრულად“. კონკურსის პირობები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

კონკურსის ფარგლებში მისი იდეის ასახსნელად და კონკურსანტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. 

ლაივ ღონისძიებების ბმული შეგიძლიათ იხილოთ აქ:

15 ივნისს მორიგი ასეთი შეხვედრა იგეგმება.