კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საინფორმაციო შეხვედრა პროექტ "ფინედუს ტრენერის" ფარგლებში

ფინედუზე 7 ოქტომბერს დაიწყო პროექტი "ფინედუს ტრენერი", რომლის  ფარგლებშიც საკუთარ საცხოვრებელ რეგიონში  ფინანსური განათლების საკითხების გასავრცელებლად შეირჩევა და გადამზადდება 8 ანაზღაურებადი ტრენერი. ტრენერები შეირჩევიან საკონკურსო წესით. დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია შეუძლიათ 2024 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. 

აღნიშნული პროექტით  დაინტერესებული პირებისთვის ფინედუ საინფორმაციო შეხვედრას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც დამსწრეებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროექტის იდეის,  პროექტში მონაწილეობის პირობების, ტრენერების შერჩევის ეტაპებისა და ტრენერის მიერ ჩასატარებელი ტრენინგების სპეციფიკის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით. 

შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების (ფინედუს) წარმომადგენლები:

  • მაია მარქარაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი
  • ლილი ნინოშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების სპეციალისტი.

დაინტერესებულ პირებს შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე Zoom პლატფორმის გამოყენებით, ქვემოთ მოცემულ ბმულზე შემოსვლით: 

https://us06web.zoom.us/j/88173350012?pwd=7EF3urDN0OJCaWitOavGYBdTz9DlT2.1  

პროექტის „ფინედუს ტრენერი“ პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 

https://finedu.gov.ge/ge/ghonisdziebebi-2/proekti-finedus-treneri-regionshi-mtskhovrebi-pirebistvis-1 

პროექტი  ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" (www.finedu.gov.ge), და  სს "საქართველოს ბანკის", ჩართულობითა და მხარდაჭერით.