კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პროექტი "გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი" ბრუნდება

დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანი მოსწავლეების ფინანსური ცნობიერების ამაღლება და მასწავლებლების წახალისებაა, ინტერაქტიული გზებით ასწავლონ სკოლაში ფინანსური განათლების საკითხები.

კონკურსი გულისხმობს მასწავლებლების მიერ თავიანთ სკოლებში ფინედუს მიერ მოწოდებული მასალებისა და ინსტრუქციის საფუძველზე 1 გაკვეთილის ჩატარებასა და ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოსტის განთავსებას. პირველი 30 მასწავლებელი საჩუქრად წიგნების მაღაზიის 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, ყველა მონაწილეს კი ელექტრონულად ფინედუს დესპანი მასწავლებლის სერტიფიკატი გაეგზავნება.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: სს „ბაზისბანკი“, სს „კრედო ბანკი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და შპს „გამომცემლობა ინტელექტი“.

კონკურსის დეტალური პირობები ნახვა