1. კონკურსის იდეა და მიზანი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - „ეროვნული ბანკი“) ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით, ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) სს „ბაზისბანკისა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833) და სს „კრედო ბანკის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205232238) მხარდაჭერით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანი მოსწავლეების ფინანსური ცნობიერების ამაღლება და მასწავლებლების წახალისებაა, ინტერაქტიული გზებით ასწავლონ სკოლაში ფინანსური განათლების საკითხები.
კონკურსი გულისხმობს მასწავლებლების მიერ სკოლებში „ფინედუ-ს” მიერ მოწოდებული მასალებისა და ინსტრუქციის საფუძველზე 1 (ერთი) გაკვეთილის ჩატარებასა და ამის შესახებ პირადი „Facebook-ის“ გვერდზე საჯარო („Public“) პოსტის განთავსებას.
2. კონკურსის ეტაპები და ვადები
2.1. კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2025 წელი;
2.2. საინფორმაციო შეხვედრის ჩატარების თარიღი: 03 ნოემბერი, 2025 წელი;
2.3. გაკვეთილის ჩატარებისა და პოსტის განთავსების პერიოდი: 4-28 ნოემბერი, 2025 წელი;
2.4. 30 (ოცდაათი) გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი: 01 დეკემბერი, 2025 წელი.
3. კონკურსში მონაწილეობის პირობები
3.1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს.
3.2. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულ მასწავლებელს (შემდგომში: „კონკურსანტი“) მოეთხოვება 2025 წლის 04- 28 ნოემბრის პერიოდში:
- ჩაატაროს ფინანსური განათლების 1 (ერთი) გაკვეთილი V-VI ან VII-XII კლასის მოსწავლეებთან „ფინედუ-ს“ მიერ შექმნილი შესაბამისი მასალითა და ინსტრუქციით;
- ინფორმაცია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ გამოაქვეყნოს საჯარო („Public“) პოსტის (შემდგომში: „საინფორმაციო პოსტი“) სახით თავის პირად „Facebook-ის“ გვერდზე, (მოსწავლეების პერსონალური მონაცემების გარეშე), წინამდებარე საკონკურსო განაცხადის 3.3. პუნქტში მოცემული ნიმუშის შესაბამისად (ძირითადი ტექსტი, ე.წ. „ჰეშთეგები“, ბანერი) და მონიშნოს „ფინედუ-ს“ ოფიციალური „Facebook“-ის გვერდი (www.facebook.com/finedu.gov.ge);
- საინფორმაციო პოსტის ბმული მიუთითოს „ფინედუ-ს“ ოფიციალურ „Facebook-ის" გვერდზე (www.facebook.com/finedu.gov.ge) გამოქვეყნებულ კონკურსის სპეციალური პოსტის კომენტარად (პოსტი გამოქვეყნდება 2025 წლის 4 ნოემბერს).
3.3. საგაკვეთილო მასალა/ინსტრუქცია და საინფორმაციო პოსტის ტექსტი და ბანერი გამოქვეყნდება ქვემოთ მოცემულ ბმულზე 2025 წლის 03 ნოემბერს.
3.4. გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო ინსტრუქციის მისაღებად, კონკურსანტს შეუძლია დამატებით დაესწროს (თუმცა არ არის სავალდებულო) „ფინედუ-ს“ საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც გაიმართება 2025 წლის 03 ნოემბერს, 16:00 საათზე, „Zoom-ის“ პლატფორმის საშუალებით.
4. გამარჯვებულების გამოვლენა
4.1. კონკურსს სულ ეყოლება მაქსიმუმ 30 (ოცდაათი) გამარჯვებული.
4.2. გამარჯვებულები გამოვლინდებიან „ფინედუ-ს“, „Facebook-ის“ გვერდზე გამოქვეყნებული კონკურსის სპეციალური პოსტის კომენტარების რიგითობის მიხედვით, მონაწილეობის პირობების დაცვით. ჩასწორებული („Edited”) კომენტარისა და ჩასწორებული („Edited”) საინფორმაციო პოსტის შემთხვევაში კონკურსის მიზნებისთვის გათვალისწინებული იქნება ბოლო რედაქტირების შესაბამისი კომენტარის დრო და შინაარსი.
4.3. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის 01 დეკემბერს.
5. კონკურსის პრიზები
5.1. კონკურსის ოცდაათივე გამარჯვებული დაჯილდოვდება შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204931164) 50 (ორმოცდაათი) ლარიანი და შპს „გამომცემლობა ინტელექტი-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202959101) 50 (ორმოცდაათი) ლარიანი ვაუჩერებით.
5.2. კონკურსის ყველა მონაწილეს (წინამდებარე საკონკურსო განაცხადის 3.2 პუნქტში მოცემული ვადების გათვალისწინებით) ელექტრონულად გაეგზავნება „ფინედუ-ს“ დესპანი მასწავლებლის სერტიფიკატი.
5.3. გამარჯვებულმა კონკურსანტებმა კუთვნილი პრიზის მისაღებად საკუთარი „Facebook-ის“ პროფილიდან შესაბამისი სახისა და შინაარსის შეტყობინება უნდა გამოაგზავნონ „ფინედუ-ს“ „Facebook-ის“ ოფიციალურ გვერდზე არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა.
6. პერსონალური მონაცემების დამუშავება
6.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები და საფუძველი.
კონკურსში მონაწილეობით, კონკურსანტი ინფორმირებულია, რომ მისი პერსონალური მონაცემები (Facebook-ის მომხმარებლის სახელი, სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, კერძოდ სკოლის დასახელება) საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დამუშავდება:
- კონკურსის წარმართვისთვის (მონაწილეების შეფასება, მათთან კომუნიკაცია, პრიზების/ სერტიფიკატების გაგზავნა);
- გამარჯვებულების იდენტიფიკაციისა და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის;
- ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, გამჭვირვალობისა და საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის მიზნებისთვის.
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი არის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი - ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ფინანსური განათლების თვალსაზრისით, ასევე, კანდიდატის მომართვის განხილვა.
პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად.
კონკურსანტი მასწავლებელი მისი პერსონალური მონაცემების (რაც მოიაზრებს Facebook-ის მომხმარებლის სახელსა და სკოლის დასახელებას) წარმოდგენის გარეშე, ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო, სახელისა და გვარის წარმოდგენის გარეშე, ვერ შეძლებს სერტიფიკატის მიღებას, გამარჯვების შემთხვევაში, კი შესაბამისი პრიზის მიღებას.
6.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები.
კონკურსანტი მასწავლებლების მიერ „Facebook“ გვერდზე გასაჯაროვებული პერსონალური მონაცემები (Facebook-ის მომხმარებლის სახელი და სამუშაო ადგილი (სკოლის დასახელება) დამუშავდება „Facebook“ გვერდის არსებობის ვადით, შესაბამისად, მასზე წვდომის შესაძლებლობა ექნება ამავე გვერდის მომხმარებლებს.
კონკურსის იდეისა და გამჭვირვალობის მიზნის გათვალისწინებით, გამარჯვებული მასწავლებლების მონაცემები (სახელი, გვარი და სამუშაო ადგილი (სკოლის დასახელება) დარჩება ხელმისაწვდომი საჯაროდ საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ოფიციალური ვებგვერდებისა თუ სოციალური ქსელების, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე, ამ არხების არსებობის ვადების შესაბამისად.
6.3 კონკურსანტის უფლებები
კონკურსანტ მასწავლებელს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ასევე, საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან/და ამ მონაცემების ასლების მიღება ყოველგვარი საფასურის გარეშე.
მიმართვა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge
6.4. 6.3 პუნქტში მითითებული უფლებების შეზღუდვა
ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
6.5. კონკურსანტის უფლებების რეალიზების გზები
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - (რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://nbg.gov.ge/page/personalur-monatsemta-datsva, ხოლო მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს“ ან/და საქართველოს საერთო სასამართლოებს.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
- ცხელი ხაზი: (+995)0322406406;
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ვებ-გვერდი: www.finedu.gov.ge;
- „Facebook“: facebook.com/finedu.gov.ge
8. სასარგებლო ინფორმაცია
„ფინედუ-ს“ გვერდი მასწავლებლებისთვის: https://finedu.gov.ge/ge/mastsavleblebistvis.
 
				 
			 
	 
