საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი-ღონისძიება "ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე!" დასრულებულია.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო აქტივობებში 100-მდე მენტორი და 2,000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. დაზოგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ამ მათი გადაჭრის გზებზე მათ მიერ წარმოდგენილი იდეების საფუძველზე ჟიურიმ 10 ფინალისტი გუნდი შეარჩია. ფინალში კი საინტერესო ვიქტორინის საშუალებით საბოლოოდ 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
ფინალისტი გუნდების იდეების წარმოდგენა და გამარჯვებულების დასახელება სწორედ მსოფლიო დაზოგვის დღეს, 31 ოქტომბერს ფინედუს ფეისბუქგვერდზე ღია ეთერის საშუალებით განხორციელდა.
კონკურსის გამარჯვებული გუნდები არიან:
1. მენტორი ნინო ლომიძე და მისი გუნდი "Guardians of Saving (GOS)"
გუნდის წევრები არიან ქ. გორის სკოლა "ეისი"-ს მოსწავლეები:
- ჯაბა შატაკიშვილი - 14 წლის;
- ნატალი დალაქიშვილი - 14 წლის;
- დათა ლომიძე - 13 წლის;
- ნიკოლოზ თავაძე - 14 წლის;
- მარიამ ბითაძე - 14 წლის.
2. მენტორი ამირან ხიმშიაშვილი და მისი გუნდი "ახალგაზრდები შუახევიდან"
გუნდის წევრები არიან დაბა შუახევის სოფლების: ნიგაზეულის, ოლადაურის, დღვანის, მაწყვალთისა და დაბაძველის საჯარო სკოლების მოსწავლეები:
- ქრისტინა სირაძე - 15 წლის;
- თამრიკო - მაკარაძე - 15 წლის;
- ნინი ფუტკარაძე - 14 წლის;
- ლინდა თავდგირიძე - 15 წლის;
- რეზო ზოიძე - 15 წლის.
3. მენტორი ნინო ძულიაშვილი და მისი გუნდი "მიზნებისათვის".
გუნდის წევრები არიან ქ.თბილისის ქართულ-ინგლისური სკოლა "ბრიტანიკა"-ს მოსწავლეები:
- ელენე კასრაძე - 13 წლის;
- ლალიკო გოგაშვილი - 12 წლის;
- ბექა ჩიხაშვილი - 12 წლის;
- გიორგი ანთაძე - 12 წლის;
- სანდრო ღავთაძე - 12 წლის.
4. მენტორი ნათია პაიჭაძე და მისი გუნდი "ინოვატორები"
გუნდის წევრები არიან ქ.თბილისის N221 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
- დაჩი ჩარგაზია - 14 წლის;
- მარიამ წერეთელი - 15 წლის;
- დავით ვენეცკი - 14 წლის;
- ლუკა - გლურჯიძე - 15 წლის;
- ანა ხუნდაძე - 15 წლის.
5. მენტორი ქეთევან ბალახაშვილი და მისი გუნდი "DALT"
გუნდის წევრები არიან ქ. ახალციხის N3, N5 და N6 საჯარო სკოლების მოსწავლეები:
- ანა მელიქიძე - 12 წლის;
- დეა გვირჯიშვილი - 15 წლის;
- ლია ტაბატაძე - 15 წლის;
- თიკო - კაპანაძე - 14 წლის;
- ლალი ნათენაძე - 15 წლის.
გამარჯვებულ გუნდებს სს "ბაზისბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "კრედო ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "საქართველოს ბანკი" დააჯილდოებენ, მენტორს 500 ლარის, ხოლო გუნდის 5-ივე წევრ ახალგაზრდას 300 ლარის ოდენობის დეპოზიტით.
ღონისძიების მსვლელობისას პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვებზე სწორი პასუხების საფუძველზე, დამატებით 5 აქტიური მაყურებელი გამოვლინდა, რომლებსაც ფინედუ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოებს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მოკლედ მსოფლიო დაზოგვის დღის ისტორიის შესახებ:1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.