საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე წელს უკვე მეათედ აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმის, ფინედუს მიერ ტარდება ღონისძიება-კონკურსი სახელწოდებით "ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე!". ღონისძიების თანაორგანიზატორები წელსაც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები არიან: სს "ბაზისბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "კრედო ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "საქართველოს ბანკი".
კონკურსში თავდაპირველად 127 მენტორი დარეგისტრირდა, სპეციალური ვებინარი 91-მა მენტორმა გაიარა, ხოლო ნახევარფინალში მონაწილეობა უკვე 75-მა მენტორმა მიიღო.
მენტორებმა ფინალში გადასასვლელად გამოგზავნეს ნამუშევრები, რომლებიც აღწერდა მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ დაზოგვასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულ პრობლემებს და მათს გადასაჭრელად შემოთავაზებულ იდეებს.
ნამუშევრების შეფასებების შეჯერებას კონკურსის ჟიური თითქმის მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა და, საბოლოოდ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, 10 ფინალისტი გუნდიც გამოვლინდა.
ფინალში გადასული გუნდები არიან:
1. მენტორი ნინო ლომიძე და მისი გუნდი "Guardians of Saving (GOS)"
გუნდის წევრები არიან ქ. გორის სკოლა "ეისი"-ს მოსწავლეები:
- ჯაბა შატაკიშვილი - 14 წლის;
- ნატალი დალაქიშვილი - 14 წლის;
- დათა ლომიძე - 13 წლის;
- ნიკოლოზ თავაძე - 14 წლის;
- მარიამ ბითაძე - 14 წლის.
2. მენტორი ამირან ხიმშიაშვილი და მისი გუნდი "ახალგაზრდები შუახევიდან"
გუნდის წევრები არიან დაბა შუახევის სოფლების: ნიგაზეულის, ოლადაურის, დღვანის, მაწყვალთისა და დაბაძველის საჯარო სკოლების მოსწავლეები:
- ქრისტინა სირაძე - 15 წლის;
- თამრიკო - მაკარაძე - 15 წლის;
- ნინი ფუტკარაძე - 14 წლის;
- ლინდა თავდგირიძე - 15 წლის;
- რეზო ზოიძე - 15 წლის.
3. მენტორი ნინო ძულიაშვილი და მისი გუნდი "მიზნებისათვის".
გუნდის წევრები არიან ქ.თბილისის ქართულ-ინგლისური სკოლა "ბრიტანიკა"-ს მოსწავლეები:
- ელენე კასრაძე - 13 წლის;
- ლალიკო გოგაშვილი - 12 წლის;
- ბექა ჩიხაშვილი - 12 წლის;
- გიორგი ანთაძე - 12 წლის;
- სანდრო ღავთაძე - 12 წლის.
4. მენტორი ნინო კახნიაშვილი და მისი გუნდი "ნორჩი დემოკრატები"
გუნდის წევრები არიან ქ.ზესტაფონის #7 და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლების მოსწავლეები:
- ნათია სინაურიძე - 15 წლის;
- გიორგი ქაშიბაძე -15 წლის;
- ლინა ჯავახაძე - 13 წლის;
- მათე ქარსელაძე - 12 წლის;
- სანდრო კახნიაშვილი - 12 წლის.
5. მენტორი ირმა ქარდავა და მისი გუნდი "ფოტონი"
გუნდის წევრები არიან ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ქ.ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
- ნოდარ ქანთარია - 14 წლის;
- ლიზი ნანავა - 13 წლის;
- ია ქანთარია - 15 წლის;
- ლიზი ქანთარია 15 წლის;
- ელენე ხიჯაკაძე - 15 წლის.
6. მენტორი ლელა ბორჩხაძე და მისი გუნდი "პირველები"
გუნდის წევრები არიან ქ.ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
- გვანცა მამულაიშვილი - 14 წლის;
- ლუკა ბოჭორიშვილი - 14 წლის;
- ალექსანდრე ონიანი - 13 წლის;
- დავით ონიანი - 14 წლის;
- გიორგი კუპრაძე - 15 წლის.
7. მენტორი ფიქრია ცერცვაძე და მისი გუნდი "ვიზქიდები"
გუნდის წევრები არიან წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები:
- თეკლა ბენიძე - 14 წლის;
- ნიკოლოზ გოგიძე - 14 წლის;
- ჯანრი ლიპარტელიანი - 13 წლის;
- მარიამ ჭელიძე - 14 წლის;
- მიხეილ თუთბერიძე - 14 წლის.
8. მენტორი ნათია პაიჭაძე და მისი გუნდი "ინოვატორები"
გუნდის წევრები არიან ქ.თბილისის N221 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
- დაჩი ჩარგაზია - 14 წლის;
- მარიამ წერეთელი - 15 წლის;
- დავით ვენეცკი - 14 წლის;
- ლუკა - გლურჯიძე - 15 წლის;
- ანა ხუნდაძე - 15 წლის.
9. მენტორი ქეთევან ბალახაშვილი და მისი გუნდი "DALT"
გუნდის წევრები არიან ქ. ახალციხის N3, N5 და N6 საჯარო სკოლების მოსწავლეები:
- ანა მელიქიძე - 12 წლის;
- დეა გვირჯიშვილი - 15 წლის;
- ლია ტაბატაძე - 15 წლის;
- თიკო - კაპანაძე - 14 წლის;
- ლალი ნათენაძე - 15 წლის.
10. მენტორი მაია ბურდიაშვილი და მისი გუნდი "ვზოგავთ ცხოვრებისთვის"
გუნდის წევრები არიან ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების სარუსოსა და ახალსოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეები:
- გიორგი მასურაშვილი - 12 წლის;
- ირინა გაზიმაგამედოვი - 13 წლის;
- ფატიმათ მაგამედოვი - 14 წლის;
- ფატიმა ასადულაევი - 14 წლის;
- ჯავგარათ რასულოვი - 12 წლის.
სწორედ ეს 10 გუნდი იასპარეზებს 31 ოქტომბერს ფინალში.
ფინალური ღონისძიებების დღის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
საბოლოოდ კი 5 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომლებსაც პროექტის მხარდამჭერი ბანკები საბანკო დეპოზიტებით დააჯილდოვებენ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.