31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა!
ამ თარიღის აღნიშვნას დიდი ისტორია აქვს და წელს უკვე 1 საუკუნე შეუსრულდა.
მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა და თანამედროვეობაში უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. მისი მიზანია დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისება.
საქართველოში კი აღნიშნული ტრადიცია 2012 წლიდან იღებს სათავეს.
დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების ვებგვერდის, www.finedu.gov.ge - ფინედუს - ორგანიზებით, ტრადიციულად იგეგმება ბევრისათვის უკვე საყვარელი და ძალიან პოპულარული პროექტი სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში" - ამჯერად უკვე განახლებული ფორმატით.
კამპანიის ფარგლებში ფინედუს დესპანები VII-IX კლასის მოსწავლეებს ღია გაკვეთილებს ჩაუტარებენ, რომლის ფარგლებშიც სამაგიდო თამაშის დახმარებით ფინანსური განათლების ტერმინებს შეასწავლიან.
დაზოგვის მსოფლიო დღის 2024 წლის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში "მოიწვიე ფინედუ კლასში" ჩასართავად და მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.