კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

"მოიწვიე ფინედუ კლასში" - მსოფლიო დაზოგვის დღე 2022-ის შედეგები

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის www.finedu.gov.ge - ფინედუსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღის აღსანიშნავად 31 ოქტომბრიდან მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო.  

კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება იყო საკლასო ოთახებში დაზოგვასა და დაზოგვის მნიშვნელობაზე ღია გაკვეთილების ჩატარება, რომელიც კამპანიაში ჩართულმა ორგანიზაციებმა დამოუკიდებლად დაგეგმეს და განახორციელეს. მათ შორის იყო ფინედუს მიერ დაგეგმილი ღონისძიება „მოიწვიე ფინედუ კლასში“, რომელიც ითვალისწინებდა დაინტერესებულ კლასებში საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ე.წ. ფინედუს დესპანების, ვიზიტებს გაკვეთილების ჩასატარებლად.

ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე დაინტერესებულ სკოლებს რეგისტრაცია შეეძლოთ ფინედუს საიტზე გამოქვეყნებული სპეციალური ფორმის საშუალებით. ამასთან, ვიზიტები გათვალისწინებული იყო მხოლოდ თბილისის სკოლებში, ხოლო რეგიონებში - ონლაინ გაკვეთილები. 

ფინედუს დესპანების გაკვეთილებზე რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ორ დღეში ფინედუ 230-ზე მეტ კლასში მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლების რესურსებიდან გამომდინარე, ვიზიტები მხოლოდ რამდენიმე ათეულ სკოლას ითვალისწინებდა, გადაწყდა, სკოლების მოთხოვნის საპასუხოდ დამატებითი ძალების მობილიზება გაკეთებულიყო და ყველა დაინტერესებული სკოლა გაზრდილ ვადებში, თუმცა მაინც დაკმაყოფილებულიყო. ამ საქმეში ფინედუსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პარტნიორებმაც (სს „თიბისი ბანკი“, სს „კრედო ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „საქართველოს ბანკი“, სს „ტერა ბანკი“, მისო „ემბისი“), გადაინაწილეს სკოლები და ნოემბრის ბოლომდე იგეგმება ყველა დარეგისტრირებულ პედაგოგთან დაკავშირება, ამასთან, რეგიონებში, უმრავლეს შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკლასო გაკვეთილები, ნაცვლად ონლაინისა.

31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, პროექტის თავდაპირველად დაგეგმილ ვადებში, ღია გაკვეთილები, პირველი ნაკადის ფარგლებში,  საქართველოს ეროვნული ბანკის 50-ზე მეტმა თანამშრომელმა, მათ შორის, პრეზიდენტმა ჩაატარა. ღონისძიების განმავლობაში ქ. თბილისისა და რუსთავის 70-მდე სკოლაში უკვე ჩატარდა სპეციალური გაკვეთილები, რომლებსაც 2000-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა დაესწრო. ფინედუს დესპანებმა მასპინძელ პედაგოგებს პროექტის მხარდაჭერისთვის სპეციალური სერტიფიკატები გადასცეს, სკოლასა და ბავშვებს კი ფინანსური განათლების შესახებ სპეციალური საგანმანათლებლო მასალები და წიგნები.

 

სკოლები, რომლებმაც უმასპინძლეს ფინედუს დესპანებს:

 

1. სსიპ ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა

2. სსიპ ქ. თბილისის №8 საჯარო სკოლა 

3. სსიპ ქ. თბილისის №11 საჯარო სკოლა

4. სსიპ ქ. თბილისის №12 საჯარო სკოლა

5. სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო სკოლა

6. სსიპ ქ. თბილისის №24 საჯარო სკოლა 

7. სსიპ ქ. თბილისის №45 საჯარო სკოლა

8. სსიპ ქ. თბილისის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის №53-ე საჯარო სკოლა

9. სსიპ ქ. თბილისის №55 საჯარო სკოლა

10. სსიპ ქ. თბილისის №59-ე საჯარო სკოლა

11. სსიპ ქ. თბილისის №64 საჯარო სკოლა 

12. სსიპ ქ. თბილისის №67 საჯარო სკოლა 

13. სსიპ ქ. თბილისის №71 საჯარო სკოლა

14. სსიპ ქ. თბილისის №90 საჯარო სკოლა 

15. სსიპ ქ. თბილისის №100 საჯარო სკოლა

16. სსიპ ქ. თბილისის №102 საჯარო სკოლა

17. სსიპ ქ. თბილისის №107 საჯარო სკოლა

18. სსიპ ქ. თბილისის №108 საჯარო სკოლა 

19. სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქ. თბილისის №112 საჯაროა

20. სსიპ ქ. თბილისის №122 საჯარო სკოლა

21. სსიპ ქ. თბილისის №128 საჯარო სკოლა

22. სსიპ ქ. თბილისის №131 საჯარო სკოლა

23. სსიპ ქ. თბილისის N140 საჯარო სკოლა

24. სსიპ ქ. თბილისის №144 საჯარო სკოლა

25. სსიპ ქ. თბილისის №145 საჯარო სკოლა

26. სსიპ ქ. თბილისის №146 საჯარო სკოლა 

27. სსიპ ქ. თბილისის №147 საჯარო სკოლა 

28. სსიპ ქ. თბილისის №149 საჯარო სკოლა 

29. სსიპ ქ. თბილისის №150 საჯარო სკოლა

30. სსიპ ქ. თბილისის №153 საჯარო სკოლა

31. სსიპ ქ. თბილისის №156 საჯარო სკოლა 

32. სსიპ ქ. თბილისის №166 საჯარო სკოლა

33. სსიპ ქ. თბილისის №172 საჯარო სკოლა 

34. სსიპ ქ. თბილისის №175 საჯარო სკოლა 

35. სსიპ ქ. თბილისის №181 საჯარო სკოლა

36. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქ. თბილისის №182 საჯარო სკოლა

37. სსიპ ქ. თბილისის №192 საჯარო სკოლა

38. სსიპ ქ. თბილისის №195 საჯარო სკოლა

39. სსიპ ქ. თბილისის №216 საჯარო სკოლა 

40. სსიპ ქ. თბილისის №221 საჯარო სკოლა - მეგა

41. სსიპ ქ. თბილისის კლასიკური გიმნაზია

42. შპს ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესი

43. შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი

44. შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა

45. შპს ედისონის სახელობის სკოლა ნოვაცია

46. შპს ერუდიტი

47. შპს თავისუფალი სკოლა

48. შპს თანამედროვე განათლების აკადემია

49. სპს ნუნუ ბეიტრიშვილი პრომეთე

50. შპს პეგას

51. შპს სადუნი 

52. შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი

53. შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს 

54. შპს სკოლა ახალი თაობა

55. შპს ქართულ-ამერიკული სკოლა

56. შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

57. შპს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა

58. შპს. ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარი

59. სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4

60. სსიპ ქ. რუსთავის №15 საჯარო სკოლა

61. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. რუსთავის №24 ქართული გიმნაზია

ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ჩვენს ფოტოალბომში.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სკოლებიდან რეგისტრაცია რიგ შემთხვევაში რამდენიმე კლასს ჰქონდა გავლილი, თუმცა პირველ ეტაპზე ვიზიტები მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კლასში გაიმართა. დანარჩენ კლასებში ვიზიტები კი მომდევნო ეტაპისთვის დაიგეგმა.

ღია გაკვეთილებზე ფინედუს დესპანებმა დაზოგვის შესახებ სამსჯელო თემები წარუდგინეს ბავშვებს, იქიდან კი არაერთი სასიხარულო და სასიამოვნო ემოცია წამოიღეს. როგორც აღმოჩნდა, ფინანსური და ეკონომიკური განათლება არაერთი სკოლისთვის ისედაც პოპულარული და პრიორიტეტული კლასგარეშე აქტივობაა და ამ მხრივ ბევრი ინიციატივაც არსებობს. მაგალითად, ქ. თბილისის #175-ე სკოლაში დესპანებს დახვდათ სამეწარმეო განათლების კლუბის წევრების მიერ Junior Achievement Georgia-ს სამეწარმეო განათლების ფესტივალის ფარგლებში შექმნილი კომპანია VC Comics-ის წარმომადგენლები: ვასო კუსიანი, ნუცა ნოდია, თეკლა მუხადგვერდელი, რეზო ყაველაშვილი და შოთა ილაშვილი, რომლებმაც მათ მიერ შექმნილი კომიქსი წარუდგინეს:

დარჩენილ სკოლებსა და კლასებს ფინედუს დესპანების მისიით პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები უკვე ღონისძიების მომდევნო ეტაპზე, ნოემბრის ბოლომდე ესტუმრებიან. ამ მიზნით მიმდინარეობს კადრების გადამზადების აქტივობები, რის შემდეგაც მოხდება მასწავლებლებთან უშუალოდ დესპანების დაკავშირება. 

აღსანიშნავია, რომ გარდა ფინედუს ამ აქტივობისა, სკოლებთან ვიზიტები დაიგეგმა დამოუკიდებლად კომერციული ორგანიზაციების მიერ და მათ მიერ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე დამატებით განხორციელდა XXX-მდე კლასში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, გაკვეთილები საზღვრისპირა რეგიონების სოფლებში (გორი, სოფელ დიცის საჯარო სკოლა, გორი, სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლა, გურია ნაბეღლავი სსიპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლა, გურია ჩოხატაური სსიპ - ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა, გურია, ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლა, კახეთი (პანკისი), დუისის საჯარო სკოლა, კახეთი დედოფლის წყარო მუნიციპალიტეტი სოფელ საბათლოს საჯარო სკოლა, კახეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლა, კახეთი, საგარეჯოს მუნიიცპალიტეტი სოფელი ლამბალოს საჯარო სკოლა, კახეთის რეიონი სირნაღის მუნიციპალიტეტი სოფელი ერისიმედის საჯარო სკოლა, რაჭა, ამბროლაურის 1 საჯარო სკოლა, სამეგრელო, ფოთის, თეოფანე დავითაიას 1 საჯარო სკოლა, სამეგრელო, ჭალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ჯვარი სსიპ -  ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის №1 საჯარო სკოლა, ქვემო ქართლი, გორი, სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა, ჯავახეთი,, ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის  მე-3 საჯარო სკოლა), რომლებიც საქართველოს ბანკის თანამშრომლებმა ჩაატარეს. პარტნიორი ბანკების დახმარებით მსოფლიო დაზოგვის დღის კვირეულის ფარგლებში 100-მდე კლასისთვის ჩატარდა გაკვეთილები.

სულ მსოფლიო დაზოგვის დღის წლევანდელი კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში ღია გაკვეთილი უკვე 2000-მდე ბავშვთან ჩატარდა, ნოემბრის ბოლომდე კი კომერციულ სექტორთან გაერთიანებული ძალისხმევით 1500-მდე ბავშვთან სტუმრობა მოხერხდება.

"ეროვნული ბანკის მოხალისე თანამშრომლების, ე.წ. "დესპანების" დახმარებით, სკოლებში დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილების ჩატარების ტრადიცია რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. ინიციატივაში კომერციული სექტორიც შემოგვიერთდა. წლევანდელმა გამოხმაურებამ ცხადად დაგვანახა, რომ სკოლების მხრიდან დაინტერესება წინა წლებთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც მისასალმებელია და ძალიან გვახარებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მასწავლებლებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. სკოლების მხრიდან გაზრდილი ინტერესი და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი კი ნათლად ადასტურებს, რომ ისინი მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების მნიშვნელობას სრულად იაზრებენ, ურთიერთძალისხმევა კი ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით შედეგების გაუმჯობესების წინაპირობაა", განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

 

მსოფლიო დაზოგვის დღის შესახებ:

31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა, რომელიც საქართველოში უკვე 11 წელია აღინიშნება. ამ თარიღის აღნიშვნას დიდი ხნის ისტორია აქვს. მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა და თანამედროვეობაში უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ინიციატივა დაზოგვის წახალისებასა და დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. ძირითად სამიზნე სეგმენტს კი, ბავშვები და ახალგაზრდები წარმოადგენენ. ამ დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".