კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მასწავლებლების კონკურსის „ფინანსური ასოციაციობანა “ გამარჯვებულები ცნობილია

მასწავლებელთა კონკურსი - ფინანსური ასოციაციობანა
მასწავლებელთა კონკურსი - ფინანსური ასოციაციობანა
ფინედუს მიერ დაზოგვის მსოფლიო დღის 2024 წლის კამპანიის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის - „ფინანსური ასოციაციობანა“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ესენი არიან:

  • მარინე გულაშვილი - სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლა
  • მარიამ ბოლქვაძე - სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს

კონკურსში მონაწილეობდნენ  მასწავლებლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ეროვნული ბანკის ფინანსური პლატფორმა ფინედუს კამპანიაში „მოიწვიე ფინედუ კლასში“. ფინედუს დესპანებმა მოსწავლეებს ღია გაკვეთილები ჩაუტარეს და სამაგიდო თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“ და ფინანსური ტერმინების სახალისო გზით სწავლების მეთოდი გააცნეს.

კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანა“ სწორედ საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობისა და სახალისო გზით ფინანსური განათლების მიწოდების წასახალისებლად დაინიცირდა. კონკურსში ჩართვით დაინტერესებულ მასწავლებლებს მოეთხოვებოდათ სამაგიდო თამაშის გამოყენებით საკლასო აქტივობის შექმნა და ჩატარება.  კონკურსანტებს აღნიშნული აქტივობის აღწერა (საკონკურსო ნამუშევარი) კი კონკურსის პირობების დაცვით უნდა გამოეგზავნათ ფინედუსთვის. 

საკონკურსო ნამუშევრები საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თამაშობანას“ გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა და, კონკურსის პირობების თანახმად, 2 გამარჯვებული მასწავლებელიც გამოავლინა.

კონკურსის მონაწილე მასწავლებლებს ფინედუსგან სამახსოვრო ბრენდირებული ნივთები და საგანმანათლებლო მასალა, მათ შორის წიგნი-ალბომი „ფული საქართველოში“ გაეგზავნება.

კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. 

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.