კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსის "ფინედუს კუთხე ბიბლიოთეკაში" გამარჯვებულები ცნობილია

სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის განკუთვნილი კონკურსის "ფინედუს კუთხე ბიბლიოთეკაში" გამარჯვებულები გამოვლენილია.

კონკურსი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა საქართველოს  სასკოლო და საბიბლიოთეკო სივრცეებში ციფრული ფინანსური განათლებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ დისკუსიისა და პროექტების შექმნის წახალისებას. 

პროექტი, რომლის ფარგლებშიც კონკურსი ჩატარდა, ორეტაპიანია: პირველ ეტაპზე კონკურსის ფარგლებში სკოლის ან ბიბლიოთეკის ნებისმიერ წარმომადგენელს უნდა გამოეგზავნა საკონკურსო განაცხადი, რომლიც აჩვენებდა მათი სკოლისთვის/ბიბლიოთეკისთვის ფინედუს საგანმანათლებლო მასალების საჭიროებას და შემდგომში მის პრაქტიკულ გამოყენებას. მეორე ეტაპზე კი გამარჯვებულმა მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ მათ მიერ გამოგზავნილი პროექტების განხორციელება. 

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ კატეგორიაში: "ჟიურის რჩეული" და "მომხმარებლის რჩეული".  კონკურსის პირობები და გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.

კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 60-მდე პროექტი, საიდანაც გამარჯვებულებს შორის დასახელდა 30 სკოლა. გამარჯვებულები დასახელდნენ საქართველოს რეგიონების 6 ქალაქისა და 17 სოფლიდან.

გამარჯვებულ სკოლებს/ბიბლიოთეკებს ფინედუ გადასცემს საგანმანათლებლო რესურსებს, ხოლო გამარჯვებულ მასწავლებლებს  - წიგნების გამომცემლობების 165 ლარის ღირებულების ვაუჩერს.

კონკურსი ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ორგანიზებითა და სს "ბანკი ქართუს" მხარდაჭერით. 

კატეგორიაში "ჟიურის რჩეული" გამარჯვებულები არიან:

  • სალომე ფურცხვანიძე - სსიპ - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა;

  • ნესტან ღორჯომელაძესსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა;

  • თამილა ქათამაძე - სოფელ ზოტის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი;

  • ნინო ლომიძეშინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა;

  • კახაბერ ჩაკვეტაძესსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლა;

  • თამარი ასათიანისსიპ -  ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლა;

  • იზო ზენაიშვილი სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა;

  • თეა ხუროშვილისსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლა;

  • ნარგიზ ქილიფთარი - სსიპ - ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის №94 საჯარო სკოლა;

  • ქეთევან სურმანიძესსიპ - ქალაქ ბათუმის №25 საჯარო სკოლა;

  • ირმა ჯოჯუასსიპ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა;

  • მაია არახამია სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა;

  • თამარ სურმანიძესსიპ - ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა;

  • თამარი თევზაძე სსიპ - ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლა;

  • მარინე ფორჩხიძესსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლა;

  • ლია ჯანხოთელი - სსიპ - ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლა;

  • ნარგული ბოლქვაძედიდაჭარის სასოფლო ბიბლიოთეკა;

  • მარიამ დანელიათანამედროვე განათლების აკადემია;

  • მიხეილ ლაზაშვილისსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლა;

  • ირმა ჯოჯუასსიპ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა;

  • ხატია ხაბაშვილი - სსიპ - ქალაქ გორის №10 საჯარო სკოლა;

  • ქეთევან სისვაძე სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა;

  • ნინო უჩავა - სსიპ - ქალაქ თბილისის №158 საჯარო სკოლა;

  • ხატია ჭალიძე - სსიპ - ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლა;

  • მარიამ ღლონტი - სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლა;

  • რუსუდან კილასონია - სსიპ - ქალაქ თბილისის №70 საჯარო სკოლა;

  • ნათია ტყემალაძე - სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლა;

  • ინდირა გაბაიძე; მარინა აბულაძე - სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლა;

  • ნათია უჩავა - სსიპ - ქალაქ თბილისის №126 საჯარო სკოლა;

კატეგორიაში "მომხმარებლის რჩეული" გამარჯვებულია:

  • იზო ზენაიშვილი სსიპ - ვაჟა თოდუას სახელობის ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლა.