კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსის „დაიჭირე ფინანსური კადრი“ ფარგლებში ფოტოგრაფ გიორგი შერმაზანაშვილთან შეხვედრა იგეგმება

კონკურსი
  საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ფოტოგრაფ გიორგი შერმაზანაშვილთან შეხვედრას მასპინძლობს. 

შეხვედრის ფარგლებში მოწვეული სტუმარი გამოეხმაურება ფინედუზე მიმდინარე კონკურსს „დაიჭირე ფინანსური კადრი“, რომლის იდეაც ფოტოსურათზე ფინანსური განათლების თემების აღბეჭდვას მოიაზრებს. 

სპიკერი ისაუბრებს ფოტოგრაფიაზე, როგორც ჰობისა და შემოსავლის წყაროზე. ასევე, განიხილავს სხვადასხვა შინაარსის ფოტოს გადაღების ტექნიკებსა და ნიუანსებს, რომლებიც საკონკურსო ნაშრომზე მუშაობისას კონკურსანტებისთვის საინტერესო იქნება. 

ამავე დროს, გიორგი კონკურსის „დაიჭირე ფინანსური კადრი“ ჟიურის ერთ-ერთი წევრიცაა.

შეხვედრა ჩატარდება 2023 წლის 21 აგვისტოს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის სათაო ოფისში. დასწრება უფასოა და რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე

ადგილების შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ 50 რეგისტრირებულ ადამიანთან.

ამასთან, შეხვედრა ონლაინ ფორმატში ფინედუს ფეისბუქ გვერდზე გაშუქდება, სადაც სასურველი კითხვის დასმის შესაძლებლობა ნებისმიერ მაყურებელს ექნება.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებით:

12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ წელს უკვე მესამედ უერთდება. ინიციატივის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი „დაიჭირე ფინანსური კადრი“, რომლის პირობები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.