კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსი სტუდენტებისთვის, „მარეგულირებლის დილემა“, დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს - „მარეგულირებლის დილემა“.

კონკურსის მიზნებია:

  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებში საფინანსო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის პოპულარიზება;
  • სტუდენტებში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისება;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. 

კონკურსისთვის სარეგისტრაციო პერიოდი განსაზღვრულია 20-27 ოქტომბერს. 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის მნიშვნელოვანი თარიღებისა და დეტალების შესახებ იხილეთ ბმულზე

კონკურსი სტუდენტებისთვის ხორციელდება სს „თიბისი ბანკი“, სს „ბაზისბანკი“, სს „კრედო ბანკისა“ და სს „ემბისის“ მხარდაჭერით.