კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსი სტუდენტებისთვის - „მარეგულირებლის დილემა“

1. კონკურსის იდეა და მიზანი

ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და საფინანსო ინტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ-ს" ორგანიზებით, ასევე, სს "ბაზისბანკი" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833), სს "თიბისი ბანკი" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595) , სს „მიკრობანკი ემბისისა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404967078) და სს „კრედო ბანკის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205232238) მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი სახელწოდებით - „მარეგულირებლის დილემა“ (შემდგომში - "კონკურსი").

კონკურსის მიზნებია:

  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებში საფინანსო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის პოპულარიზება;
  • სტუდენტებში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისება;

კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდებს (შემდგომში - „კონკურსანტი გუნდი“) წინასწარ დაეგზავნებათ ცენტრალური  ბანკის საქმიანობიდან რომელიმე აქტუალური დილემა, კონკურსანტმა გუნდმა უნდა მოამზადოს საკონკურსო ნაშრომი, რომელიც მოიცავს დილემის ანალიზს, რეკომენდაციებსა და სავარაუდო შედეგების განსაზღვრას. საკონკურსო ნაშრომი უნდა წარედგინოს ჟიურს. 

2. კონკურსის ძირითადი თარიღები

2.1 კონკურსის სახელწოდება: „მარეგულირებლის დილემა“

2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2025 წელი; 

2.3 გუნდების სარეგისტრაციო პერიოდი: 20-27 ოქტომბერი, 2025 წელი;

2.4 კონკურსის პირველი რაუნდი:  17-18 ნოემბერი, 2025 წელი;

2.5 ფინალური რაუნდი:  5 დეკემბერი, 2025 წელი;

2.6 გამარჯვებულების გამოვლენის თარიღი: 5 დეკემბერი, 2025 წელი.

3. კონკურსში მონაწილეობის პირობები

3.1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 3-6 კაციან გუნდს, რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები;

3.2. გუნდში მონაწილე ყველა წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; 

3.3. გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტები.

4. მოთხოვნები საკონკურსო ნაშრომის მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით

4.1 კონკურსანტ გუნდს ევალება:

4.1.1 მოამზადოს და ორგანიზატორს გაუგზავნოს საკონკურსო ნაშრომი წინასწარ მიწოდებულ დილემაზე და 

4.1.2 მომზადებული ნაშრომი ჟიურის წინაშე წარადგინოს.

4.2 საკონკურსო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

4.2.1 ის უნდა მომზადდეს საპრეზენტაციო ფაილის სახით ნებისმიერ, თუმცა რეკომენდირებულია PowerPoint-ის ფაილის ფორმატით;

4.2.2 ის უნდა ასახავდეს კონკურსანტი გუნდების მიერ გაკეთებულ დილემის ანალიზსა და არგუმენტირებულად წარმოადგენდეს  მიგნებებს, რეკომენდაციებსა და შედეგებს; 

4.2.3 ის უნდა გაიგზავნოს მე-5 მუხლში მოცემული პირობებისა და ქვემოთ მოცემული ვადების დაცვით: 

  • პირველი რაუნდში მონაწილე გუნდების მიერ - არაუგვიანეს 2025 წლის 13 ნოემბრის, 23:59 საათისა; 
  • ფინალური რაუნდის მონაწილე გუნდების მიერ  - არაუგვიანეს 3 დეკემბრის 23:59 საათისა.

4.3 კონკურსანტ გუნდს ევალება საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ჟიურის წინაშე. წარდგენა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • წარდგენის პროცესში  მონაწილეობა უნდა მიიღოს გუნდის ყველა წევრმა;
  • წარდგენის პროცესი არ უნდა აღემატებოდეს 12 წუთს. 

4.4 საკონკურსო ნაშრომის შინაარსი და წარდგენისას წარმოდგენილი მოსაზრებები არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

5. საკონკურსო ნაშრომის მოწოდების პირობები

5.1. საკონკურსო ნაშრომი მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. ელექტრონული წერილის სათაურად (ე.წ. "Subject") უნდა მიუთითოს "კონკურსი - მარეგულირებლის დილემა“. ელექტრონული წერილის სათაურის მიუთითებლობის შემთხვევაში, ელექტრონული წერილის მიღება შეუძლებელი იქნება. ასევე, ელექტრონული წერილის ტექსტში უნდა მიეთითოს კონკურსანტი გუნდის სახელი და მის შემადგენლობაში არსებული წევრების ჩამონათვალი - თითოეულის სახელი და გვარი. 

5.2. იმ შემთხვევაში, თუ მოსაწოდებელი საკონკურსო ნაშრომი დიდი ზომის ფაილია, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფაილების გასაზიარებელი სხვადასხვა პლატფორმა, მაგ.: "Wetransfer.com" ან "Google Drive" ან სხვა;

5.3. საოკნკურსო ნაშრომის გამოგზავნა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება "დომეინით" - "ru";

5.4. კონკურსანტი გუნდი არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა მიიღებს დასტურს საკონკურსო ნამუშევრის მიღებაზე, სხვა შემთხვევაში საკონკურსო ნამუშევარი მიღებულად არ ჩაითვლება. ამასთან, აღნიშნული საპასუხო შეტყობინებით დადასტურდება მხოლოდ საკონკურსო ნამუშევრის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა კონკურსის პირობებთან შესაბამისობა.

6. კონკურსის ჩატარების ეტაპები

6.1 კონკურსი შედგება 3 (სამი) ეტაპისგან: რეგისტრაცია, პირველი რაუნდი და ფინალური რაუნდი; 

6.2 რეგისტრაციის ეტაპი:

6.2.1 კონკურსში მონაწილეობის გამოსახატად დაინტერესებული გუნდებისთვის, სარეგისტრაციო ბმული დაიდება 20 ოქტომბრის 18:00 საათზე.  

6.2.2 პირველ რაუნდში მონაწილეობის მიღებას შეძლებს 20 ( ოცი) გუნდი, რომელიც შეირჩევა სარეგისტრაციო სიის თანმიმდევრობით.

6.3 პირველ რაუნდში: 

6.3.1 კონკურსანტ გუნდებს გაეგზავნებათ დავალება 28 ოქტომბერს;

6.3.2 კონკურსანტ გუნდები წარადგენენ საკონკურსო ნაშრომებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა;

6.3.3 კონკურსანტი გუნდები წარადგენენ საკუთარ საკონკურსო ნაშრომს ჟიურის წინაშე და უპასუხებს ჟიურის წევრების  შეკითხვებს, გუნდის წევრებს თავად შეეძლებათ გადაწყვიტონ ვინ უპასუხებს კითხვას;

6.3.4 პირველი რაუნდის შედეგების შესაბამისად, ფინალურ რაუნდში გადავა 5 (ხუთი) გუნდი.

6.4 ფინალური რაუნდში:

6.4.1 კონკურსანტ გუნდებს ახალი დავალება გაეგზავნებათ 20 ნოემბერს; 

6.4.2 კონკურსანტი გუნდები წარადგენენ ფინალისთვის განკუთვნილ მეორე საკონკურს ნაშრომს არაუგვიანეს 2 დეკემბრისა;

6.4.3 კონკურსანტი გუნდები წარადგენენ საკუთარ საკონკურსო ნაშრომს ჟიურის წინაშე და უპასუხებენ ჟიურის წევრების შეკითხვებს;

6.4.4 საბოლოოდ გამოვლინდება 3 (სამი) გამარჯვებული გუნდი.

6.5 დამატებითი საკითხები:

6.5.1 თითოეული რაუნდის ჩატარების ადგილმდებარეობა კონკურსში მონაწილე გუნდებს ეცნობებათ ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე;

6.5.2 ფინალისტი გუნდებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გაუძღვებიან ეროვნული ბანკის თანამშრომლები, შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია პირველი რაუნდის მონაწილეებსაც;

6.5.3 საინფორმაციო შეხვედრის დღესვე მოხდება ფინალური რაუნდის მონაწილე გუნდების ფოტოგადაღება;

6.5.4 იმ შემთხვევაში თუ გუნდის რომელიმე წევრი ვერ ახერხებს/ არ აცხადებს თანხმობას გუნდური ფოტოს გადაღებასთან დაკავშირებით ს, მაშინ კონკურსის საინფორმაციო არხებში გამოქვეყნდება გუნდის ფოტო არასრული შემადგენლობით;

6.5.5 გუნდების ფოტო გამოქვეყნდება „ფინედუსა“ და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ვებგვერდებზე.

6.6 იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ იქნა ათზე ნაკლები  საკონკურსო ნაშრომი, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, ჟიურის წევრებთან შეთანხმებით, დამატებით განიხილონ და დაადგინონ გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების განსხვავებული წესი.

7. გამარჯვებული გუნდების გამოვლენის პირობები

7.1 კონკურსის ორივე რაუნდში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჟიურის შეფასების შედეგად; 

7.2 ჟიური კონკურსანტ გუნდებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • კონკურსანტ გუნდს კარგად ესმის დილემა და გათვალისწინებული აქვს დავალების ყველა კითხვა; 
  • კონკურსანტი გუნდის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები პასუხობს დილემის მოგვარების გზებს და განხორციელებადია;
  • კონკურსანტი გუნდი ამომწურავად პასუხობს ჟიურის კითხვებს;
  • კონკურსანტ გუნდს კარგად ესმის ცენტრალური ბანკის ფუნქციები;
  • საკონკურსო ნაშრომი შეესაბამება მსჯელობას და მოყვანილი წყაროები სანდოა;
  • საკონკურსო ნაშრომის წარდგენაში ჩართულია გუნდის ყველა წევრი.

7.3 კონკურსის ჟიურში წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა თემატური დეპარტამენტების თანამშრომლები. ჟიურის წევრების რაოდენობა იქნება არანაკლებ 3 (სამი). 

8. კონკურსის პრიზები

8.1 კონკურსის 3 (სამი) გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ქვემოთ მოცემული პრიზებით:

I ადგილი - 4 000 ლარიანი ფულადი პრიზი;

II ადგილი - 2 000 ლარიანი ფულადი პრიზი;

III ადგილი - 1 500 ლარიანი ფულადი პრიზი.

8.2 კონკურსანტი გუნდის წევრებისთვის ფულადი პრიზის გადაცემის წესი - თანხა ნაწილდება თანაბრად გუნდის წევრებზე და თანხის ჩარიცხვაც მოხდება შესაბამისად. 

9. საავტორო უფლებები და პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები:

9.1 კონკურსში მონაწილეობით, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ნაშრომის ავტორი ნაშრომზე საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და "ფინედუ-ს. მიღებული საკონკურსო ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის, "ფინედუ-სა" და/ან მისი პარტნიორი ორგანიზაციების ვებ-გვერდსა და შესაბამის სოციალურ არხებში ავტორის ვინაობის მითითებით. ამასთან, ნაშრომების ვებ-გვერდიდან/სოციალური არხებიდან წაშლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის და "ფინედუ-ს" გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს;

9.2 კონკურსის ფარგლებში საკონკურსო ნამუშევრებით წარმოდგენილი პროექტები  შესაძლოა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და "ფინედუ-ს" გუნდის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ;

9.3 კონკურსში მონაწილეობით კონკურსანტი ინფორმირებულია, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, კონკურსის ჩატარების, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელების წახალისების, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გასავრცელებელი იდეების ინიციირების, საგანმანათლებლო მასალების შექმნის, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გადაცემისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით , რომლის საფუძველია კონკურსანტის მომართვის განხილვა  და მისი ლეგიტიმური ინტერესი, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, შედეგად კი სანდოობის გაზრდას;

9.4 დაინტერესებული პირის მიერ კონკურსით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების წარდგენის გარეშე, დაინტერესებული პირი ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო, გამარჯვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის (საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა)  ასევე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშის წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი პრიზის მიღებას;

9.5 ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობით, ასევე, მისი დასრულებიდან 1 წლის  ვადით, ხოლო, გამარჯვებული კანდიდატების "Facebook-ის" გვერდზე გასაჯაროებული პერსონალური მონაცემები (კერძოდ, გამარჯვებული გუნდების წევრთა და მათი მენტორების სახელები და გვარები) დამუშავდება "Facebook-ის" ოფიციალური გვერდის არსებობის ვადით,  წინამდებარე განაცხადის 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი, - ამავე პუნქტში მითითებული ელექტრონული პლატფორმების არსებობის ვადით. ამასთან, გამარჯვებული კანდიდატების საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა წინამდებარე განაცხადის 8.2 პუნქტში განსაზღვრული პრიზების გადაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, წაიშლება/განადგურდება. რაც შეეხება შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში წარდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერს - იგი, წინამდებარე განაცხადის 1-ელ პუნქტში მითითებული ორგანიზაციის მიერ, დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით; 

9.6 გამარჯვებული კანდიდატების პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი), პრიზების გადაცემის მიზნით გაეგზავნება  წინამდებარე განაცხადის 1-ელ პუნქტში მითითებულ ორგანიზაციებს. ხოლო, საბანკო ანგარიშის ნომერს, უშუალოდ მითითებული ორგანიზაცია გამოითხოვს გამარჯვებული გუნდისგან;

9.7 წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოითხოვოს  პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება;

9.8 ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. 

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - (რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://nbg.gov.ge/page/personalur-monatsemta-datsva ), ხოლო მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში -  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს"  ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.

10. საკონტაქტო ინფორმაცია 

მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;

ცხელი ხაზი: (+995)032)2406406; 

ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;

ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/;

"Facebook-ის" გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.