კონკურსი „ფინედუს“ ორგანიზებით, ასევე, ბაზისბანკისა და კრედო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა მასწავლებლების მიერ „ფინედუს“ მიწოდებული მასალებითა და ინსტრუქციით მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას. კონკურსის გამარჯვებულებად ჩაითვლებოდა პირველი 30 მასწავლებელი, რომელიც ჩაატარდებდა სპეციალურ გაკვეთილს და, იმავდროულად, კონკურსის პირობების დაცვით საჯაროდ გაავრცელებდა პროექტისა და გაკვეთილის შესახებ ინფორმაციას.
კონკურსი 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს დაანონსდა და ნოემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა. პროექტში 150-მდე მასწავლებელი ჩაერთო „ფინედუს დესპანის“ მისიით და V-XII კლასის მოსწავლეებთან ინტერაქციული გაკვეთილი პირადი ფინანსებისა და ფულის დაზოგვის თემაზე ჩაატარა.
1-ელ დეკემბერს გამოვლინდა 30 გამარჯვებული მასწავლებელი. ყველა მათგანს წამახალისებელი პრიზის სახით „სულაკაურის გამომცემლობის“ 50 ლარიანი და გამომცემლობა „ინტელექტის“ 50 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემა, კონკურსის ყველა მონაწილეს კი - „ფინედუს დესპანი“ მასწავლებლის სერტიფიკატი.
კონკურსის გამარჯვებულები არიან:
- ნინო ლომიძე - სკოლა ეისი
- ელეონორა ბრეგვაძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლა
- სალომე ჭიჭინაძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლა
- ეთერ ლუკაშვილი - სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლა
- სოფიო ქუხილავა - სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა
- ნათია ნაკაშიძე - სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლა
- ნათია ბოლქვაძე - სსიპ ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა
- თეონა აბრამიშვილი - სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლა
- ეკა გოდოლაძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის #11 საჯარო სკოლა
- მაია ქარცივაძე - სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა
- მარინა აბუთიძე - სსიპ ქალაქ სამტრედიის #1 საჯარო სკოლა
- ეკა ტაბატაძე - სსიპ ქალაქ თბილისის #142 საჯარო სკოლა
- ნინო ბიბილეიშვილი - სსიპ ქალაქ სამტრედიის #1 საჯარო სკოლა
- კახაბერ ჩაკვეტაძე - სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლა
- ნინო ილურიძე - სსიპ ქალაქ გორის #8 საჯარო სკოლა
- ნანა ჩომახიძე - სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლა
- რუსუდან კილასონია - სსიპ ქალაქ თბილისის #70 საჯარო სკოლა
- ირმა ჯოჯუა - სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
- ზაირა ტყაბლაძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის #7 საჯარო სკოლა
- თამარ სურმანიძე - სსიპ ქალაქ ბათუმის #6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
- გვანცა ბალახაშვილი - სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლა
- იზო ზენაიშვილი - სსიპ ლანჩხუთის ვაჟა თოდუას სახელობის #3 საჯარო სკოლის
- ქეთევან სურმანიძე - სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა
- ლამზირა მახარაძე - სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლა
- ქრისტი ქუთათელაძე - სსიპ წყალტუბოს #4 საჯარო სკოლა
- ხატია ჭალიძე - სსიპ ქალაქ თბილისის #133 საჯარო სკოლა
- ლელა ფარსენაძე - სსიპ ქალაქ რუსთავის #22 საჯარო სკოლა
- ნინო ბენიძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის #19 საჯარო სკოლა
- დალი კეკელიძე - სსიპ რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის #1 საჯარო სკოლა
- დავით წამალაშვილი - სსიპ ქალაქ თბილისის #21 საჯარო სკოლა
გამარჯვებულმა კონკურსანტებმა კუთვნილი პრიზის, ხოლო მონაწილეებმა სერტიფიკატის მისაღებად საკუთარი „Facebook-ის“ პროფილიდან შეტყობინება უნდა გამოაგზავნონ „ფინედუ-ს“ „Facebook-ის“ ოფიციალურ გვერდზე არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა.