კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კიბერუსაფრთხოების თვისთვის მიძღვნილი პოსტერების კონკურსი დაიწყო

კონკურსი
ოქტომბერი მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა – www.finedu.gov.ge უკვე მეხუთე წელია უერთდება საერთაშორისო კამპანიას, რომლის 2025 წლის დევიზიაა: „დაფიქრდი სანამ გახსნი, არ წამოეგო ანკესს.“

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი და „ფინედუ“ , სს „ბაზისბანკისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ მხარდაჭერით, აცხადებს თემატურ ღია კონკურსს „კიბერუსაფრთხოება იუმორით“.

კონკურსის მიზანია კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების თემებზე ცნობიერების ამაღლება განსხვავებული და შემოქმედებითი ფორმით - იუმორის მეშვეობით. მონაწილეები შექმნიან პოსტერს (ფოტოს ან გრაფიკულ გამოსახულებას), სურვილის შემთხვევაში მოკლე ტექსტით, რომელიც საინფორმაციოდ და სახალისოდ წარმოაჩენს კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს, ასევე, წარმოდგენილი მასალის იდეის აღწერას.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 24 ოქტომბერი, ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან 30 ოქტომბერს.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული:

  • 2 (ორი) - ჟიურის რჩეული;
  • 1 (ერთი) - „ბაზისბანკის“ რჩეული;
  • 1 (ერთი) - „მომხმარებლის რჩეული“, რომელიც განისაზღვრება „Facebook“-ზე მიღებული რეაქციების რაოდენობის მიხედვით.

ყველა გამარჯვებული მიიღებს 500 ლარიან ფულად პრიზს, რომლებიც „ბაზისბანკის“ მიერ გადაეცემათ.

დეტალური ინფორმაცია და კონკურსში მონაწილეობის პირობები იხილეთ ბმულზე.