ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესების, ახალგაზრდებში ფულის ისტორიის, ფუნქციების და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისების მიზნით, საქართველო მიმდინარე წელსაც უერთდება აღნიშნულ კამპანიას. გარდა ამისა, წელს ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წელი სრულდება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) მხარდამჭერ ორგანიზაციებთან: სს „ბაზისბანკთან“, სს „ტერაბანკთან“, სს „კრედო ბანკთან“ და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაციასთან“ ერთად, აცხადებს ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსს სახელწოდებით „ლარი 30 წლისაა“.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა ქართული ფულის განვითარების ისტორიაზე, ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე და დახატონ 30 ლარის ბანკნოტი.
კონკურსის დეტალური პირობები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.