საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ", ალტე უნივერსიტეტი და საბანკო ასოციაცია, საპენსიო სააგენტოს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროკრედიტ ბანკის, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის", სადაზღვევო კომპანია "უნისონის" და ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში გამართავს საჯარო პანელს: "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი".
ღონისძიება გაიმართება ქართულ ენაზე 20 მარტს, 16:00 საათზე ალტე უნივერსიტეტში, მისამართზე უნივერსიტეტის ქ. N2.
პანელური ღონისძიება 2 ნაწილად ჩატარდება და ჯამში 3 საათს გასტანს. ორივე ნაწილის ბოლოს დამსწრეებს ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ შემეცნებითი ხასიათის ქვიზებში და მოიგონ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები.
პირველი ნაწილის მომხსენებლები ისაუბრებენ კიბერსაფრთხეებზე, მათგან თავდაცვის გზებსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში კარიერის პერსპექტივებზე.
მოდერატორი - ინგა ქარჩავა, საბანკო ასოციაცია
სპიკერები:
- დავით ცაბაურაშვილი - პროკრედიტ ბანკი
- ვანიკო მამფორია - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი
- მარიამ სპანდერაშვილი - საქართველოს ბანკი
- გიორგი ყიფიანი - ბაზისბანკი
- ინგა ქარჩქავა - საბანკო ასოციაცია
მეორე ნაწილის მომხსენებლები კი შეეხებიან ფინანსური განათლების სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას.
მოდერატორი - გიორგი აბაშიშვილი, ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი
სპიკერები:
- დავით ვარსიმაშვილი- პროკრედიტ ბანკი
- დავით რუსია - საბანკო ასოციაცია
- ლევან ვერძეული საპენსიო სააგენტო
- მარიამ კოშორიძე - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
- ანა ურიათმყოფელი - სადაზღვევო კომპანია უნისონი
ღონისძიებაზე დასასწრებად, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული.