ღონისძიება გაიმართება ქართულ ენაზე 20 მარტს, 16:00 საათზე ალტე უნივერსიტეტში, მისამართზე უნივერსიტეტის ქ. N2.
პანელური ღონისძიება 2 ნაწილად ჩატარდება და ჯამში 3 საათს გასტანს. ორივე ნაწილის ბოლოს დამსწრეებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ შემეცნებითი ხასიათის ქვიზებში და მოიგონ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები.
პანელზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
დღის წესრიგი:
16:00 – 16:10 პანელის გახსნა და მისალმება
16:10-17:00 ნაწილი I - კიბერუსაფრთხოება
მოდერატორი - ინგა ქარჩავა, საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი
16:10-16:20 კიბერსაფრთხეები სტუდენტებისთვის
დავით ცაბაურაშვილი
პროკრედიტ ბანკის Senior IT Security Officer
- სტუდენტების წინაშე არსებული ძირითადი კიბერსაფრთხეები - ფიშინგი, იდენტობის/პიროვნების მოპარვა და ა.შ.;
- რჩევები ონლაინ თაღლითობის, ფიშინგის მცდელობების ამოსაცნობად და თავიდან ასაცილებლად- ანალიზი და პრევენცია;
- ძლიერი პაროლები, პაროლის მენეჯერი, ორდონიანი აუთენტიფიკაცია, მათი მართვა და კომპლექსურობა.
16:20-16:30 პერსონალური მოწყობილობების დაცვა
ვანიკო მამფორია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
- საუკეთესო პრაქტიკა ლეპტოპების, სმარტფონების და სხვა პერსონალური მოწყობილობების დასაცავად;
- რეგულარული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ანტივირუსული დაცვა;
- მრავალდონიანი აუთენტიფიკაცია, მათი უპირატესობების ახსნა და მისი დანერგვა სხვადასხვა პლატფორმებზე.
16:30-16:40 ონლაინ/მობაილ ბანკინგი და ფინანსური უსაფრთხოება
მარიამ სპანდერაშვილი
საქართველოს ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის ოფიცერი
- ონლაინ ბანკინგისა და ფინანსური ტრანზაქციების მართვა;
- საბანკო ბარათების დაცვა;
- როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ თავიდან ფინანსური თაღლითები და თაღლითობები.
16:40-16:50 მონაცემთა კონფიდენციალურობა და სოციალური მედია
გიორგი ყიფიანი
ბაზისბანკის კიბერუსაფრთხოების სისტემების ადმინისტრატორი
- რა არის კონფიდენციალური მონაცემები და როგორ შეუძლიათ კიბერთაღლითებს მათი მოპოვება;
- მავნე აქტორების თაღლითური შეტევების სქემები და რეალური ქეისები;
- როგორ დავიცვათ მონაცემთა კონფიდენციალურობა ინტერნეტში;
- სოციალური მედიის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე;
- უსაფრთხოების რჩევები სოციალურ მედიაში.
16:50-17:00 კარიერა კიბერუსაფრთხოებაში
ინგა ქარჩქავა
საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი
- რატომ კარიერა კიბერუსაფრთხოებაში;
- პროფესიები კიბერუსასფრთხოებაში;
- სასერტიფიკაციო პროგრამები;
- სასწავლო რესურსები.
17:00-17:20 დისკუსია და კითხვა-პასუხი
17:20-17:30 ქვიზი და გამარჯვებულების დაჯილდოება
გამარჯვებულ 3 სტუდენტს დააჯილდოებს საბანკო ასოციაცია.
17:30-17:40 შესვენება
17:40 – 18:30 ნაწილი II ფინანსური განათლება სტუდენტებისათვის
მოდერატორი - გიორგი აბაშიშვილი, ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი
17:40-17:50 ფულის გათეთრების საფრთხეები
დავით ვარსიმაშვილი
პროკრედიტ ბანკის კომპლაენსისა და AML დეპარტამენტის უფროსი
- რა არის ფულის გათეთრება და რა პრევენციული ღონისძიებები არსებობს მის წინააღმდეგ;
- რა არის ე.წ. „ფულის მულინგი“;
- ფულის გათეთრების გლობალური საფრთხეები.
17:50-18:00 ფინანსური დაგეგმვა სტუდენტებისთვის
დავით რუსია
საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი
- ფინანსური დაგეგმვა სტუდენტებისთვის;
- ბიუჯეტი და მასთან დაკავშირებული რჩევები.
18:00-18:10 საპენსიო ასაკისთვის მზადება
ლევან ვერძეული
საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე
- რატომ უნდა დავიწყოთ პენსიისთვის დაზოგვა უფრო ადრე, ვიდრე გვიან;
- რას ითვალისწინებს საქართველოში საპენსიო რეფორმა;
- რა როლი აქვს საპენსიო რეფორმაში შემავალ თითოეულ სვეტს ღირსეული პენსიით უზრუნველყოფაში.
18:10- 18:20 დაზღვევის არსი
მარიამ კოშორიძე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, იურიდიული დეპარტამენტის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი
- რა არის დაზღვევა;
- დაზღვევის ტიპები;
- რა უნდა გაითვალისწინოთ დაზღვევის შეძენამდე;
- დაზღვევა საქართველოში.
18:20- 18:30 კიბერრისკების დაზღვევა
ანა ურიათმყოფელი
სს ”სადაზღვევო კომპანია უნისონის” არასიცოცხლის დაზღვევის ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ზოგადი მიმოხილვა კიბერრისკების შესახებ/კიბერ დანაშაულის მზარდი სტატისტიკა- ჩვენი საუკუნის ახალი რეალობა;
- დაზღვევის როლი კიბერრისკების მართვაში როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში;
- რა მიმართულებებს ფარავს კიბერ დაზღვევა/ დაზღვევა, როგორც რისკების მართვის დამატებითი ინსტრუმენტი;
- ჰაკერების და კიბერ დამნაშავეთა ძირითადი ფოკუს ჯგუფი- ვის ჭირდება კიბერ დაზღვევა?;
- რამდენიმე მაგალითი რელური ქეისებიდან.
18:30-18:50 დისკუსია/ კითხვა-პასუხი
18:50 – 19:00 ქვიზი და გამარჯვებულების დაჯილდოება
გამარჯვებულ 3 სტუდენტს დააჯილდოებს ეროვნული ბანკი და დაზღვევის სახელწიფო ზედამხედველობის სამსახური.