კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფულის გლობალური კვირეული 2024 - მოიწვიე ფინედუ კლასში

მეტა_აღწერა_აქ
ფულის გლობალური კვირეული მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ (www.finedugov.ge), პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეათედ უერთდება.  

2024 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ფულის, ფულთან დაკავშირებული საკითხებისა და ფინანსური უსაფრთხოების თემებს შეეხება. 

წლევანდელი კვირეულის დევიზია „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“ (Protect Your Money, Secure Your Future). 

ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი წლევანდელი ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება ღონისძიება სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში".

18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით ფინედუს დესპანები III - XII კლასის მოსწავლეებისათვის გაკვეთილებს ჩაატარებენ და ასაკის შესაბამისად, განიხილავენ ფინანსური განათლების სხვადასხვა თემას. მათ შორის: ფულისა და ქართული ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.

პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" შესახებ დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.