კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუზე მასწავლებლებისათვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება

მეტა_აღწერა_აქ
ფინედუზე გამოცხადებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში“ ფარგლებში კონკურსით დაინტერესებული მასწავლებლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება. 

შეხვედრაზე ეროვნული ბანკისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მასწავლებლებს გააცნობენ კონკურსის იდეასა და მასში მონაწილეობის პირობებს, ასევე, შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. იმავდროულად უპასუხებენ მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია 2023 წლის 27 ივნისს 16:00 საათზე Zoom-ის პლატფორმაზე, რომელიც იმავდროულად გავა ფინედუს ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ეთერით (ე.წ Live).

 შეხვედრაზე მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხებენ:

  • მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერები სამინისტროს  სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
  • მაია მარქარაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი

დაინტერესებულ მასწავლებლებს შეხვედრაზე დასწრება და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის მიღება შეუძლიათ რომელიმე მათთვის მოსახერხებელი გზით:

  1. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია Zoom პლატფორმაზე. ამ შემთხვევაში შეკითხვებს უშუალოდ დასვამენ;
  2. შეხვედრისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია ფინედუს ფეისბუქგვერდზე, სადაც პირდაპირ ეთერში გავა შეხვედრა. ამ შემთხვევაში შეკითხვების გაგზავნა შესაძლებელი იქნება იმავე პოსტის ფეისბუქის კომენტარების საშუალებით;
  3. მათ, ვინც შეხვედრაზე დასწრებას ვერ ახერხებენ, შეუძლიათ წინასწარ გამოგზავნონ შეკითხვები მეილზე info@finedu.gov.ge ან ფეისბუქგვერდზე მესენჯერის საშუალებით. შეკითხვებს პასუხები გაეცემა შეხვედრის მსვლელობისას, ჩანაწერი კი დარჩება ფინედუს ფეისბუქგვერდზე და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოსახერხებელ დროს.

შეხვედრაზე დასასწრები ბმული, მათთვის ვინც Zoom-ში დასწრებას ამჯობინებს: https://us06web.zoom.us/j/82563112396?pwd=endCajRNQ0R6d0xmMkpzclBmNjJDZz09 

მასწავლებლებისათვის განკუთვნილი კონკურსის პირობები კი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://finedu.gov.ge/ge/ghonisdziebebi-2/mastsavleblebis-konkursi-finansuri-ganatleba-skolashi-2