კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუზე ახალგაზრდებისთვის მოხალისეობრივი ინიციატივა დაიწყო

„გადაიღე ფინედუ - გაავრცელე ცოდნა“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ ამ სახელწოდების მოხალისობრივ ინიციატივას იწყებს. 

პროექტი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს ეძღვნება და მასში მონაწილეობა 16-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებმა უნდა შექმნან საგანმანათლებლო ვიდეო ფინედუზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენებით და გააგზავნონ მისამართზე info@finedu.gov.ge . 

ვიდეოები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საინიციატივო განაცხადის პირობებთან, გამოქვეყნდება ფინედუს სოციალურ არხებში, ვიდეოს ავტორებს კი გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატი ფინანსური ცოდნის გავრცელებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისთვის. 

ინიციატივის მიზანია ახლგაზრდებში მოხალისეობრივი საქმის წახალისება და მათში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

ინიციატივის ფარგლებში შესაქმნელი ვიდეოების მახასიათებლები, მოწოდებისა და პროექტის დასრულების ვადები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ აქ.