კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ ყვარელსა და ზუგდიდში მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს

ზუგდიდი, ყვარელი
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ  გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ „შპარკასეს“ მხარდაჭერით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგებს გამართავს. 

ტრენინგი სახელწოდებით - ფინანსური განათლება მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება - მიზნად ისახავს მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ბიზნესში ჩათული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ინფორმირებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ბიზნესის დაფინანსების წყაროები, საფინანსო ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული პროდუქტები, ბიზნესსესხი, ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის მნიშვნელოვნება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ტრენინგის დრო და ადგილი

ტრენინგი 2 დღიანია და თითოეულ დღეს მისი ხანგრძლივობა იქნება 6 საათი (ყავის შესვენებისა და სადილის ჩათვლით).

ყვარელი - 19-20 დეკემბერი

ზუგდიდი - 22-23 დეკემბერი

ტრენინგზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებს, ბიზნესში ჩართულ პირებს ან ადამიანებს, რომლებიც აპირებენ ბიზნესის დაწყებას და აინტერესებთ ზემოთ აღნიშნული საკითხები. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა ტრენინგზე განხილული საკითხების შესახებ.

მონაწილეების შერჩევა მოხდება სარეგისტრაციო ფორმით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება განაცხადის შევსების რიგითობის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.