კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენინგი მეწარმეებისთვის ყვარელსა და ზუგდიდში

ზუგდიდი, ყვარელი
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ  გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ „შპარკასეს“ მხარდაჭერით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგებს გამართავს. 

ტრენინგი სახელწოდებით - ფინანსური განათლება მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება - მიზნად ისახავს მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ბიზნესში ჩათული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ინფორმირებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ბიზნესის დაფინანსების წყაროები, საფინანსო ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული პროდუქტები, ბიზნესსესხი, ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის მნიშვნელოვნება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ტრენინგის დრო და ადგილი

ტრენინგი 2 დღიანია და თითოეულ დღეს მისი ხანგრძლივობა იქნება 6 საათი (ყავის შესვენებისა და სადილის ჩათვლით).

ყვარელი - 19-20 დეკემბერი

ზუგდიდი - 22-23 დეკემბერი

ტრენინგზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებს, ბიზნესში ჩართულ პირებს ან ადამიანებს, რომლებიც აპირებენ ბიზნესის დაწყებას და აინტერესებთ ზემოთ აღნიშნული საკითხები. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა ტრენინგზე განხილული საკითხების შესახებ.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

სესია #1 - ბიზნესის დაფინანსების წყაროები

  • ბიზნესის დაფინანსების ყველაზე გავრცელებული სახეები საქართველოში: საკუთარი სახსრები, სესხი, სასაქონლო კრედიტი, გრანტი და ა.შ.

სესია #2 - საფინანსო ინსტიტუტების პროდუქტები და მომსახურებები

  • ბაზარზე გავრცელებული საფინანსო ინსტიტუტები
  • ბიზნესისთვის რელევანტური ფინანსური პროდუქტები და მომსახურებები

სესია #3 - ბიზნესსესხი

  • რა არის ბიზნესსესხი?
  • ბიზნესსესხის ტიპები და მიზნობრიობა
  • სესხის უზრუნველყოფა

სესია #4 - ბიზნესის გადახდისუნარიანობის შეფასება - ფინანსური უწყისები და კოეფიციენტები

  • საბალანსო უწყისი
  • მოგება-ზარალის უწყისი
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი

სესია #5 - მომხმარებელთა უფლებების დაცვა

  • მომხმარებელთა უფლებები
  • ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ტრენინგების მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით, რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. 

შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ყვარელი 19-20 დეკემბერი სარეგისტრაციო ბმული

ზუგდიდი 22-23 დეკემბერი სარეგისტრაციო ბმული