საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მხარდაჭერით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგებს გამართავს.
ტრენინგი სახელწოდებით - ფინანსური განათლება მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება - მიზნად ისახავს მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ბიზნესში ჩართული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ინფორმირებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ბიზნესის დაფინანსების წყაროები, საფინანსო ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული პროდუქტები, ბიზნესსესხი, ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის მნიშვნელოვნება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური უსაფრთხოება.
ტრენინგის დრო და ადგილი
ტრენინგი 2 დღიანია და თითოეულ დღეს მისი ხანგრძლივობა იქნება 6 საათი (ლანჩისა და ყავის შესვენების ჩათვლით).
მარნეული - 30 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 11:00-17:00
ოზურგეთი - 6-7 დეკემბერი, 11:00-17:00
ტრენინგზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებს, ბიზნესში ჩართულ პირებს ან ადამიანებს, რომლებიც აპირებენ ბიზნესის დაწყებას და აინტერესებთ ზემოთ აღნიშნული საკითხები.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა ტრენინგზე განხილული საკითხების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ტრენინგების მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით, რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად.
მარნეულის ტრენინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ოზურგეთის ტრენინგთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.