საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მხარდაჭერით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგებს გამართავს.
ტრენინგი სახელწოდებით - ფინანსური განათლება მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის: ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება - მიზნად ისახავს მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ბიზნესში ჩართული ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ინფორმირებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ბიზნესის დაფინანსების წყაროები, საფინანსო ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული პროდუქტები, ბიზნესსესხი, ფინანსური აღრიცხვისა და ანალიზის მნიშვნელოვნება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური უსაფრთხოება.
ტრენინგი 2 დღიანია და თითოეულ დღეს მისი ხანგრძლივობა იქნება 6 საათი (ლანჩისა და ყავის შესვენების ჩათვლით).
ტრენინგის თარიღი: 30 ნოემბერი - 1 დეკემბერი
ტრენინგის დრო: 11:00 - 17:00
ტრენინგის ადგილი: მარნეული
ტრენინგზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებს, ბიზნესში ჩართულ პირებს ან ადამიანებს, რომლებიც აპირებენ ბიზნესის დაწყებას და აინტერესებთ ზემოთ აღნიშნული საკითხები.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა ტრენინგზე განხილული საკითხების შესახებ.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
სესია #1 - ბიზნესის დაფინანსების წყაროები
- ბიზნესის დაფინანსების ყველაზე გავრცელებული სახეები საქართველოში: საკუთარი სახსრები, სესხი, სასაქონლო კრედიტი, გრანტი და ა.შ.
სესია #2 - საფინანსო ინსტიტუტების პროდუქტები და მომსახურებები
- ბაზარზე გავრცელებული საფინანსო ინსტიტუტები
- ბიზნესისთვის რელევანტური ფინანსური პროდუქტები და მომსახურებები
სესია #3 - ბიზნესსესხი
- რა არის ბიზნესსესხი?
- ბიზნესსესხის ტიპები და მიზნობრიობა
- სესხის უზრუნველყოფა
სესია #4 - ბიზნესის გადახდისუნარიანობის შეფასება - ფინანსური უწყისები და კოეფიციენტები
- საბალანსო უწყისი
- მოგება-ზარალის უწყისი
- ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი
სესია #5 - მომხმარებელთა უფლებების დაცვა
- მომხმარებელთა უფლებები
- ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები
სესია #6 - ფინანსური უსაფრთხოება
- ფინანსური თაღლითობები
- ფინანსური თაღლითობრბისგან თავდაცვის საბაზისო მექანიზმები
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ტრენინგების მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით, რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად.
შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის საშუალებით.