კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ, პარტნიორებთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების გენერალურმა ანსამბლეამ 1999 წელს გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით, ეს დღე ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება. 

2021 წლის 17 ივლისს სტარტი აიღო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილმა კონკურსმა, 9 აგვისტოს ფინალისტები,  12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, კი საბოლოო გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

ფინალის ექვსმა  მონაწილემ, ჟიურის საკუთარი იდეები წარუდგინა და მათ კითხვებსაც უპასუხა.

ხუთი წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, კონკურსის პირობებით დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა თითოეული გამომსვლელი და სამი გამარჯვებული გამოავლინა.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები არიან:

გამარჯვებულები პარტნიორი ორგანიზაციებისგან პრიზებს მიიღებენ. სს „კრედო ბანკი“, სს მისო „ევრო კრედიტი“ და სს მისო „სვისკაპიტალი“ გამარჯვებულებს ფულად ჯილოდს გადასცემენ, ხოლო ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ყველა გამარჯვებულს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ვაუჩერს გადასცემს.

შეხვედრისთვის თვალყურის ევნება ფინედუს ფეისბუქ გვერდზე შეგეძლოთ, სადაც შეხვედრის live-ი მიმდინარეობდა. ვიდეო შეგიძლით იხილოთ ბმულზე.

ფინედუ ყველა ფინალისტს, ისევე როგორც ყველა ახალგაზრდას გილოცავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს და არაერთ გამარჯვებასა და წარმატებას გისურვებთ.