2021 წლის 17 ივლისს სტარტი აიღო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილმა კონკურსმა. კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების ვებპორტალის, ფინედუს ორგანიზებითა და სს „კრედო ბანკი“-ს, სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“-ს, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“-სა და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევრო კრედიტი“-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
კონკურსის პირობების თანახმად, ნამუშევრების მიღება დასრულდა 31 ივლისს. კონკურსშის ფარგლებში სულ შემოვიდა 32 ნამუშევარი. ავტორებმა ნამუშევრები წარადგინეს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
ჟიურიმ ნამუშევრები შეაფასა კონკურსით დადგენილი პირობებისა და კრიტერიუმების შესაბამისად და გამოავლინა 6 ფინალისტი:
- ლუკასი კალანდია - პროექტით „Fin(e)Edu“ ;
- მარიამ სხილაძე -პროექტით „მომჭირნე“ ;
- შმაგი ბურდული და ბექა ბურდული - პროექტით "ახალგაზრდა ფინანსისტები" ;
- ლუკა ზედაშიძე - პროექტით "ყულაბა";
- ზურაბ ქოჩლაძე - პროექტით საინფორმაციო კამპანია ;
- ნინო ბოჭორიშვილი - პროექტით "ფინბანკი" .
ფინალში გასული მონაწილეები, 12 აგვისტოს ჟიურის წინაშე თავად წარადგენენ საკუთარ იდეებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. იმავე დღეს, გამოვლინდება 3 გამარჯვებულიც.
ფინალური ტურის მიმდინარეობის დეტალები კი შემდეგია:
- ფინალური ტური გაიმართება 12 აგვისტოს, 11:00-დან 13:00-მდე;
- ფინალური ტური გაიმართება ონლაინ ზუმის პლატფორმაზე და პირდაპირ ეთერში ტრანსლირდება ფინედუს ფეუსბუქგვერდზე - https://www.facebook.com/finedu.gov.ge
- ფინალური ტურში გადასულ მონაწილეებს შეხვედრის ბმული მიეწოდებათ იმავე ელექტრონულ ფოსტაზე, რომლიდანაც გამოიგზავნა ნამუშევრები. პრეზენტაციისთვის თითოეულ ფინალისტს დაეთმობა 4 წუთი პრეზენტაციისათვის და 3-6 წუთი ჟიურის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.;
- გამომსვლელთა პრეზენტაციების დასრულებისთანავე ჟიურის წევრები ჯამური შეფასების საფუძველზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები.