წელს კვირეული 21-დან 27 მარტის ჩათვლით აღინიშნება და მისი დევიზია - შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს! (Build your future, be smart about money!). აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ცხადდება ბლოგების კონკურსი, რომელიც 2022 წლის 4 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება. კონკურსის სახელია "შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს" და ამით ის წლევანდელ გლობალური ფულის კვირეულის მესიჯს ეხმიანება. კონკურსი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს ორგანიზებით, სს „ბაზისბანკის“, სს „ლიბერთი ბანკის“, სს „თიბისი ბანკის“, სს „კრედო ბანკის“, სს „საქართველოს ბანკისა“ და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით.
კონკურსის შესახებ პირობებს გაეცანით ბმულზე.